ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი: 25- 31იანვარი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.01, 2021 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი
თავს სანაქებოდ იგრძნობთ. არ ჩაებათ ინტრიგებში და არ ენდოთ უცნობებს. ახალი სასიყვარულო გრძნობა თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
კურო
საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეძიეთ დამატებითი წყაროები. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ტყუპები
თქვენს მომხიბვლელობას მშვიდად ვერავინ აუვლის გვერდს. კარგი დროა ახალი ნაცნობობისათვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისათვის. სასიკეთოდ განვითარდება თქვენი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობა.
კირჩხიბი
იზრუნეთ კარიერაში ზრდაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. გააფართოეთ როგორც სამუშაო, ასე საურთიერთო ჰორიზონტები. რთულ სიტუაციებში ეძებეთ კომპრომისი. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ცვლილებების დაწყება.
ლომი
მოიმატებს ენერგიულობა, აქტიურობა და გაუმჯობესდება განწყობა, რაც ხელს შეუწყობს პირად და პროფესიულ საქმიანობას. გამყარდება მატერიალური და ფინანსური მდგომარეობაც. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.
ქალწული
შეხვედრები და მოლაპარაკებები მომავალ საქმეებს დაუკავშირდება. გაიზრდება ხარჯიც. იზრუნეთ იმიჯზე. პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები კი თქვენს ცხოვრებას მეტად რომანტიკულს გახდის.
სასწორი
შეიცვლება თქვენი მიზნები და შეხედულებები. ნუ გარისკავთ, რათა რთულ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან. ოჯახში მოიმატებს გაუგებარი სიტუაციები. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ.
მორიელი
ახალი იდეების რეალიზება პარტნიორთა დახმარებით გაგიადვილდებათ. ფინანსური საკითხების მოგვარებისათვის გავლენიანი პირები დაიხმარეთ. სასიყვარულო და ოჯახურ პრობლემებს კი მხოლოდ მოთმინებით გადალახავთ.
მშვილდოსანი
მოიმატებს ენერგია, გაგიუმჯობესდებათ ქმედითუნარიანობა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება მოგიწიოთ. მოგებას დამატებითი სამუშაო მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად დამოუკიდებელსა და ძლიერს გაგხდით.
თხის რქა
არ თქვათ უარი შემოთავაზებულ წინადადებაზე, რადგან შესაძლოა, სწორედ, ის გახდეს თქვენი ფინანსური წინსვლისა და საქმეებში წარმატების მთავარი ფაქტორი. ორგანიზატორული თვისებების მეშვეობით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი ბევრ სიხარულს მოგიტანთ.
მერწყული
გაიზრდება შრომისუნარიანობა. თქვენი პროფესიული საქმიანობა და მონდომება სათანადოდ დაფასდება. დიდი ჩანაფირების ხორცშესხმისა და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.
თევზები
ენერგია დაქვეითებულია. მოერიდეთ ემოციურობას და აკონტროლეთ ყოველი სიტყვა. კარგია სამომავლო გეგმების დაწყობა. შესაძლოა, ჰორიზონტზე ახალი ადამიანი შეამჩნიოთ, რომლის მიმართაც გრძნობა გაგიჩნდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი