ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი: 22-28 თებერვალი

№8

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.02, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

♈ვერძი

მოიმატებს რთული სიტუაციები. არ აჰყვეთ ემოციებს. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში, ისე საქმეში. ოჯახში გაუგებრობები კი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე დაგაფიქრებთ.

♉კურო

გაგიუმჯობესდებათ ენერგეტიკული მდგომარეობა. ყველა ძველი პრობლემა ადვილად მოგვარდება. ფული მხოლოდ საჭირო ნივთებზე დახარჯეთ. ნუ იქნებით პრინციპული საყვარელ ადამიანთან და არ გარისკოთ.

♊ტყუპები

ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო გახდება. შეამცირეთ გადაადგილებების რიცხვი. აუცილებელი საჭიროების გარეშე შორ მანძილზე მგზავრობასაც მოერიდეთ.

♋კირჩხიბი

გამოიყენეთ ეს პერიოდი არა მარტო საქმისთვის, არამედ დასვენებისთვისაც. მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა, პრეტენზიები წამოგიყენოთ. ადვილად შეძლებთ ძველი კავშირების აღდგენას.

♌ლომი

გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება, რადგან შესაძლოა, მოგატყუონ როგორც საქმეში, ასევე პირად, ურთიერთობებში. ნუ დაარღვევთ კანონს და ერიდეთ რისკს. დროულად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რათა ჩვეული ფორმა შეინარჩუნოთ.

♍ქალწული

მხოლოდ სიტყვაზე ნურავის ენდობით, აუცილებლად გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მხოლოდ პროფესიონალებს მიმართეთ. თავისუფალი დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.

♎სასწორი

არახელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისათვის. ფინანსურ საკითხებში არასტაბილურობა დაძაბავს თქვენს ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორებთან, ასევე, ოჯახშიც. სასურველია, თავისუფალი დრო ჯანმრთელობასა და სპორტს დაუთმოთ.

♏მორიელი

ბიზნესსა და პირად საქმიანობაში დახმარებას ოჯახის წევრები და ახლობლები გაგიწევენ. რთულ სიტუაციებში ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ. უარი თქვით სხვა ქალაქში გამგზავრებაზე, რათა გზაში პრობლემები არ შეგექმნათ.

♐მშვილდოსანი

პირად საქმიანობაში დახმარებას გაგიწევენ ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. გაუგებრობის შემთხვევაში თავი შეიკავეთ, ნუ იქნებით უხეში საყვარელ ადამიანთან და ეცადეთ, მოძებნოთ გზები კრიზისიდან დროულად გამოსვლისათვის.

♑თხის რქა

სანამ რამეს წამოიწყებთ, კარგად დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, რათა გვერდი აუაროთ გაუთვალისწინებელ პრობლემებს. სიყვარულმა შესაძლოა, გონება აგირიოთ და მომავალ პერსპექტივებზე უარი გათქმევინოთ. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

♒მერწყული

მოერიდეთ უკანონო ფინანსურ გარიგებებს, რისკსა და აზარტულ თამაშებს. ნუ გამოიყენებთ სამსახურეობრივ მდგომარეობას საკუთარი მიზნებისთვის. ეჭვიანობა საქორწინო და სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

♓თევზები

კარგი დროა ახალი სამსახურის ან პროექტების დასაწყებად. გაგიადვილდებათ საჭირო ინფორმაციის მიღება. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. სასიყვარულო ურთიერთობაში გაუგებრობისას ეცადეთ, ყველა დეტალი მშვიდი საუბრით გაარკვიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი