ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი: 18-24 იანვარი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.01, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

♈ ვერძი
მოსალოდნელია უეცარი და საეჭვო შეხვედრები, ძველი ნაცნობების გამოჩენა. ნუ აჰყვებით ემოციებს. ყურადღება არ მიაქციოთ ჭორებს. ნურავის გაანდობთ პირად ან საქმიან საიდუმლოს. მოგზაურობები გადადეთ, რადგან დიდია პრობლემების ალბათობა.
♉ კურო
სიფრთხილე გმართებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც მარტივად გამოგივათ. ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად და ნურავის შეეწინააღმდეგებით. უსმინეთ ინტუიციას. მოგზაურობისას აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე.
♊ ტყუპები
ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა, მოულოდნელ წინააღმდეგობებს გადააწყდეთ, რაც ნერვიულობის საბაბი გახდება. შეამცირეთ აქტიურობა, ეცადეთ, არ გადაიღალოთ.
♋ კირჩხიბი
მოიერიდეთ ურთიერთობების გარკვევას. კოლეგებთან სტაბილური ურთიერთობა თქვენს მომავალ წარმატებებში შეგიწყობთ ხელს. ხშირად დაისვენეთ, რათა ჯანმრთელობა არ გაიუარესოთ. ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისგან კი თავს ნუ შეიკავებთ.
♌ ლომი
არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ყურადღებით მოეკიდეთ საქმიან კონტრაქტებსა და საბუთებს. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ადვილად დაძლევთ სირთულეებს პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში.
♍ ქალწული
დიდი იქნება წინააღმდეგობა ახალი იდეების განხორციელებისას. რთული დროა პირადი ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, მეტი დრო დაჰყოთ საყვარელ ადამიანთან. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებებისას.
♎ სასწორი
უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება მიზნის მიღწევა. პირად ცხოვრებაში ცვლილებები შესაძლოა, თქვენს კარიერაზეც აისახოს. სიფრთხილე გმართებთ საფინანსო ან საშუამავლო გარიგებებისას. კარგი დროა იმიჯის შესაცვლელად.
♏ მორიელი
წინასწარ დაალაგეთ გეგმები. სიფრთხილეა საჭირო უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში. თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ ოჯახის წევრები. კარგი განწყობა კი სასიამოვნო პირადი ურთიერთობის საწინდარი გახდება.
♐ მშვილდოსანი
ნურავის გაუმხელთ საკუთარ გეგმებს. აკონტროლეთ ემოციები და ფული უყაირათოდ არ დახარჯოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო მეგობრული გახადოთ. მოგზაურობა და დასვენება დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.
♑ თხის რქა
მოერიდეთ ფარულ საქმეებს. ინტუიცია ბევრ კრიზისულ სიტუაციას აგარიდებთ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას და საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრებიც არ დატოვოთ უყურადღებოდ.
♒ მერწყული
საქმეებში მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით, თუმცა ეს საკმარისი იქნება ახალი მწვერვალების დასაპყრობად. გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები კი კარიერაში წარმატებებს მოგიტანთ. სჯობს, მოგზაურობა გადადოთ.
♓ თევზები
იურიდიულმა საქმეებმა შესაძლოა, პრობლემა შეგიქმნათ, რაც უმჯობესია დინჯად და ეტაპობრივად გადაწყვიტოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. სულიერი წონასწორობის მიღწევასა და სამომავლო პერსპექტივების დასახვაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი