ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 12-18 აპრილი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი

განმარტოება ახალ იდეებსა და შემოქმედებითი პოტენციალის აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამ დროს ჩამოყალიბებული იდეები მომავალში ადვილად განხორციელდება. სასიყვარულო ურთიერთობა სიმშვიდითა და სტაბილურობით გასიამოვნებთ.

კურო

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოიმატებს გადაადგილებები, შეხვედრები და ურთიერთობები. კარგია მოგზაურობა. საყვარელი ადამიანი კი არა მარტო სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ, არამედ ფინანსურ დახმარებასაც გაგიწევთ.

ტყუპები

ნუ იკამათებთ თქვენი იდეების დასამკვიდრებლად. მეტი დრო დაუთმეთ საჭირო კავშირების დამყარებას. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება. საქორწინო ურთიერთობებში არსებული კონფლიქტები კი სწრაფად მოგვარდება.

კირჩხიბი

კარგი დროა კაპიტალდაბანდებებისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და იდეების განხორციელებისთვის. ეცადეთ, ყველა ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, რათა არაფერმა შეგიშალოთ ხელი დასახული მიზნების მიღწევისას.

ლომი

სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული პერიოდია. გაზრდილი რომანტიკულობა წარმატების მომტანი იქნება. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა, შეხვედრები და მოლაპარაკებები. სასიყვარულო ურთიერთობებში კარდინალურად არაფერი შეცვალოთ.

ქალწული

ოჯახის პრობლემები უამრავ დროსა და ენერგიასა წაგართმევთ. ეცადეთ, ზუსტად განსაზღვროთ მიზნები და პირადი პრობლემები სხვისი განხილვის საგანი არ გახადოთ. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, შორეულ მოგზაურობას.

სასწორი

გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. სურვილს აისრულებთ. შესაძლოა, თქვენს წრეში გავლენიანი ადამიანები მომრავლდნენ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი თავშეკავებული იყავით და მოერიდეთ ინტრიგებს.

მორიელი

ეცადეთ, ოჯახში არაფერი შეცვალოთ. თქვენი ენერგოპოტენციალი დაბალია და შესაძლოა, ამან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესოთ. არ არის გამორიცხული, შეხვედრებს პრობლემები მოჰყვეს ან ჩაიშალოს.

მშვილდოსანი

კრიზისულ სიტუაციებს ადვილად დასძლევთ. ფარული მტრები თავიანთ რეალურ სახეს დაგანახვებენ. დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა კი შესაძლებელია, ქორწინებით დასრულდეს.

თხის რქა

მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას. ადვილად მოგვარდება საოჯახო პრობლემები. ვარჯიში კარგ შედეგს გამოიღებს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მოგზაურობა საინტერესოდ ჩაივლის.

მერწყული

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისას არაერთ წინააღმდეგობას გადააწყდებით. გაიზრდება ოჯახის ხარჯებიც. შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს სასიყვარულო ურთიერთობას, რის გამოც მეტი დიპლომატურობის გამოჩენა მოგიწევთ.

თევზები

ახლისადმი ინტერესი ბევრ საინტერესო ადამიანთან დაგაკავშირებთ. ბევრ ჩანაფიქრს განახორციელებთ და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ღრმა სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი