ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი: 11-17 იანვარი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.01, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

 

♈ ვერძი
არ მიიღოთ მონაწილეობა ინტრიგებსა და სარისკო მოქმედებებში. ახალს ნურაფერს წამოიწყებთ და მნიშვნელოვანსაც ნურაფერს დაგეგმავთ. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან უთანხმოება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.
♉ კურო
მშვიდად განვლეთ ეს დრო, რათა მოვლენებმა ცუდად არ იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობასა და საქმიანობაზე. ნუ გამოიყენებთ გადაუმოწმებლად ინფორმაციას. მოერიდეთ მარტოობას და ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ სასიამოვნო გარემოში.
♊ ტყუპები
შესაძლოა, საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწიოთ. შეამცირეთ კავშირები და გადაადგილებები. დიდია ინტრიგებისა და მოტყუების ალბათობა. ოჯახური ურთიერთობა გართულდება და არაა გამორიცხული სერიოზული კონფლიქტებიც.
♋ კირჩხიბი
რთული პერიოდია სამსახურისა და პირადი ურთიერთობებისთვის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ინტრიგებს. დამღლელი აღმოჩნდება კონტაქტები და გადაადგილებები, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
♋ ლომი
ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად პრინციპული, რათა წარმატებების შანსი არ დაკარგოთ. თუ საქმეებს სწორად დაგეგმავთ, სწრაფად შეძლებთ მოგების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას.
♍ ქალწული
აკონტროლეთ სიტყვები. საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან, თქვენი ამბიციების გამო, შესაძლოა, ურთიერთობა დაიძაბოს. მოერიდეთ კამათს საქმიან პარტნიორებთან. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჯერ ნუ მიიღებთ.
♎ სასწორი
ნაკლები იოცნებეთ და აქტიურად იმოქმედეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. სასიყვარულო ურთიერთობაში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ზოგიერთი დეტალის საიდუმლოდ შენახვა. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.
♏ მორიელი
ენერგია დაწყებული საქმეების დასასრულებლად მიმართეთ. ეცადეთ, ფული ყაირათიანად ხარჯოთ. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, ცვლილებები შემოიტანოს სამომავლო გეგმებში. პირადი ცხოვრება კი დადებითად განვითარდება.
♐ მშვილდოსანი
ზოგიერთ პარტნიორთან შესაძლოა, ურთიერთობა დაგეძაბოთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. გაგიჭირდებათ ახალი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება. მოგზაურობებს კი დამატებითი პრობლემები და სირთულეები მოჰყვება.
♑ თხის რქა
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმეთ საბუთები, რათა შეცდომა არ დაუშვათ. საქმეების სიუხვე ცოტა დროს დაგიტოვებთ პირადი ურთიერთობებისთვის, რაც რჩეულის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
♒ მერწყული
მოუსმინეთ სხვის რჩევებს, რათა არ დაუშვათ შეცდომები, რომელთა გამოსწორება დიდ დროს წაგართმევთ. ენერგობალანსი დაბალია, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ და ხშირად დაისვენოთ. ყოველდღიურობას სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობა გაგილამაზებთ.
♓ თევზები
პროფესიულ საქმიანობაში სიდინჯე და მოთმინება დაგეხმარებათ. მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. არ არის სასურველი კრედიტის აღება. ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მიიღეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი შესაძლოა, საიდუმლოებით აღსავსე იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი