ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№22

ავტორი: „თბილისელები“ 13:00 29.05, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია ახალი საქმის დაწყება9 საბანკო-საფინანსო ოპერაციები, თმის შეჭრა. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებები. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, აქატი, მალაქიტი, ლაზურიტი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.

სამშაბათი

კარგია პარტნიორული თანამშრომლობა, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. სწრაფად გამოასწორეთ კრიზისული სიტუაციები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ავეჯის შეძენა, ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის დაწყება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი ან აკვამარინი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის,

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ქრიზოპრაზი, ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

პარასკევი

დაეყრდენით ინტუიციას. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სესხის აღება, მგზავრობა. კარგია საქმიანი შეხვედრები, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ცისფერი, ლურჯი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ზურმუხტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის.

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, უცხოელებთან კონტაქტი, გარიგებები. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, იაგუნდი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის.

კვირა

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა. მოიმატებს ნეგატიური მოვლენებისა და ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – გიშერი, ფირუზი, სარდიონი, აქატი ან ამეთვისტო. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სიზმარს. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის სახსარი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი