ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 22.05, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

დაძაბული დღეა, იყავით ყურადღებით. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, კონტაქტები. მოერიდეთ მშენებლობას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, ოპალი, აქატი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ვაჭრობა, შემოქმედებითი მუშაობა. არ ვარგა მშენებლობის დაწყება, ბინის შეცვლა, სესხის აღება. დაეყრდენით ინტუიციას. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, იისფერი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა:კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის.

ოთხშაბათი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კარგია სიყვარულის ახსნა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, სესხის აღება, ფინანსური გარიგებები. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, მწვანე, წითელი, ოქროსფერი, ლურჯი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, აქატი, მარჯანი, ბრილიანტი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება კუჭი, მკერდი, გული, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

ხუთშაბათი

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას. კარგია თმის შეჭრა, ახალი სამსახურის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის,

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

პარასკევი

მოერიდეთ რისკს, ფინანსურ გარიგებებს, ადგილ სამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ლურჯი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის.

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია დიეტის დაწყება, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, საფინანსო-სავაჭრო ოპერაციები. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი ნაცნობობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.

კვირა

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა რისკი, ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები, დიეტის დაწყება. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის;

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი