ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 27.03, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოიმატებს მგრძნობელობა. კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა, აპარატურის შეძენა. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, სარდიონი ან ლაბრადორი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოულოდნელი შეხვედრების და მოვლენების დღეა. კარგია გაცვლითი ოპერაციები, სავაჭრო გარიგებები, საბანკო ოპერაციები, მშენებლობა. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ლაბრადორი, ზურმუხტი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი, მკერდი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია მოტყუების და შეცდომების დაშვების ალბათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი ,აქატი, ოპალი, მარჯანი, მალაქიტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მნიშვნელოვან საკითხებს ნუ განიხილავთ პარტნიორულ ურთიერთობაში. მოერიდეთ სახლის მშენებლობის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი ,აქატი, მარგალიტი, ოპალი, მალაქიტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

ნუ აჰყვებით ემოციებს. მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, ფიზიკურ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

მოერიდეთ ადგილსამყოფელის შეცვლას, ფიზიკურ გადაღლას. კარგია საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა, მეგობრული კონტაქტები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი ან მთის ბრილი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, საყიდლების გაკეთება. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედებები. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ბრილიანტი, სერდოლიკი, მალაქიტი ან ქარვა. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი