ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№12

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.03, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ აჰყვეთ ცდუნებებს, პროვოკაციებს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, სესხის აღებას, ახალ კონტაქტებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ყვითელი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

გილოცავთ გაზაფხულის დღე-ღამე ტოლობას. დღეს ახალმთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საფინანსო ოპერაციებს, თმის შეჭრას, კაპიტალდაბანდებას. ატარეთ თეთრი, იისფერი, ლურჯი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, გიაცინტი, ალმასი ან ამეთვისტო. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

წინდახედულად იმოქმედეთ. ნუ გარისკავთ. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, სესხის აღებას, თმის შეჭრას, აზარტულ თამაშებს. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

ნუ იჩქარებთ, მეტი მოთმინება გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ კონტაქტებს, ახალ ნაცნობობას. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს. ატარეთ ცისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ქრიზოპრაზი,, ლაბრადორი ან ამეთვისტო. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ყველი, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

კარგია მსხვილი საყიდლების გაკეთება, ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გამახვილდება ინტუიცია. კარგია მოგზაურობა, რთული საკითხების გადაწყვეტა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა სარისკო მოქმედება და სულსწრაფობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია წყლის პროცედურები, მოგზაურობა, ახალი კავშირები, მშენებლობა, აპარატურის შეძენა. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, რემონტის დაწყება. ატარეთ ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, იასამნისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, აკვამარინი, ლაბრადორი ან ამაზონიტი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი