ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№5

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.02, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტურია დღის მეორე ნახევარი

კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, რისკი, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს სექსუალური ენერგია. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ყავისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, დიზაინის შეცვლა, შემოქმედებითი მუშაობა. სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, კანი, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, ქალწულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ხალხის მასას. ტრავმულ-ავარიული დღეა და იყავით ყურადღებით. კარგია ავეჯის შეძენა, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება, არომათერაპია, მასაჟი. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, ბეჟი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ქარვა. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

შაბათი

დინამოურად გაატარეთ დრო. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. კარგია მოგზაურობა, სასიყვარულო კავშირები, ვაჭრობა, დიზაინის შეცვლა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან აკვამარინი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: თევზებისთვის

კვირა

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ინტიმურ კონტაქტებს, ბინის შეცვლას, ფულის სესხებას. კარგია გეგმების დასახვა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. მოიმატებს ინტუიცია. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ობსიდიანი, ონიქსი, მარჯანი, ზურმუხტი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი