ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 19.09, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ბინის შეცვლა, სესხის აღება. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი, ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, ოპალი, აქატი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, სარძევე ჯირკვალი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

იყავით აქტიური. არ ვარგა სესხის აღება, ადგილმდებარეობის შეცვლა. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. კარგია ვაჭრობა, სანათესავო-სამეგობრო ურთიერთობები. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, მარგალიტი, აქატი, მალაქიტი, ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, გული.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

არ ვარგა ფინანსური გარიგებები, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ადგილსამყოფელის შევლა. კარგია კონტაქტები, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთსაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

საკრალური, რთული და წინასწარ განუსაზღვრელი მოვლენების დღეა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ,სერდოლიკი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, გამოცდების ჩაბარებას. დღეს შეჭრილი თმა, ნელა გაიზრდება. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ატარეთ ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი ,ყვითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი, ნეფრიტი ან ლაზურიტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი