ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№33

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 15.08, 2022 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალ ბინაში გადასვლა, მგზავრობა. არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ფირუზი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით დიპლომატიური. მოერიეთ ფინანსურ ოპერაციებს, თმის შეჭრას, ხელშეკრულების დადებას. კარგია საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, ან სარდიონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ახალი ნაცნობობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. არ ვარგა სარისკო მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარგალიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

კარგია სასიყვარულო კავშირები, ახალი ნაცნობობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი ან ლიმონისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყველი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

იყავით წინდახედული. მოერიდეთ სულსწრაფობას, თმის შეჭრას. კარგია საბანკო ოპერაციები, მგზავრობა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ნაცრისფერი, ლურჯი, კრემისფერი ან იასამნისფერი სამოსი. ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი, ტოპაზი ან აკვამარინი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რემონტის დაწყებას. კარგია სასიყვარულო კავშირები, ახალი ნაცნობობა, მშენებლობა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, სერდოლიკი, ლალი ან გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ხელები, მხრები, ფილტვები, ბრონქები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მოერიდეთ თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან იასამნისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, ლაბრადორი, ამაზონიტი ან გელიოტროპი. სიზმრებს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი