ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№2

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 10.01, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა. კარგია საყიდლების გაკეთება, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ყავისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო კავშირები, საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის, ლომებისთვის

ოთხშაბათი

მაღალია მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ სარისკო ფინანსურ ოპერაციებს, სიჯიუტეს, სიზარმაცეს, სულსწრაფობას. კარგია ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი ან ზურმუხტი. სიზმარი შემდგომ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის ,ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ხუთშაბათი

მოულოდნელი და არასასიამოვნო სიურპრიზების დღეა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგია გაცვლითი ოპერაციები, მოლაპარაკებები, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, სერდოლიკი, ნეფრიტი ან გიაცინტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა; ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია საქმიანი მოლაპარაკებები, სავაჭრო გარიგებები. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას, კამათს. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, საფირონი, გელიოტროპი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

მოიმატებს ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილები. საიდუმლოს ნუ გათქვამთ. მოერიდეთ ზედაპირულ აზროვნებას და ურთიერთობებს. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, იისფერი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ტოპაზი, გიაცინტი, სერდოლიკი, ზურმუხტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარი ახდება. კარგია ახალი კავშირები, ვაჭრობა, საბანკო ოპერაციები. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი, მკერდი, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

კვირა

კარგია სანათესავო ურთიერთობები, შემოქმედებითი მუშაობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ვალის აღებას. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, თეთრი ან ცისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, ოპალი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი , ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი