ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 29.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ არაპრაგმატულ მოქმედებებს. არ ვარგა გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედება. კარგია საბანკო-საფინანსო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ვერცხლისფერი, ბეჟი, ლურჯი, კრემისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან ჟადეიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, თირკმელები, ყელი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის

ნეგატიური დღეა: კორჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. ნუ დახარჯავთ დროს და ძალებს უმიზნოდ. კარგია სადავო საკითხების გადაწყვეტა, იმიჯის შეცვლა, კოსმეტიკური პროცედურები, პარტნიორული ურთიერთობები, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თირკმელები, კანი, ენდოკრინული სისტემა, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

აღიქვით ფაქტები რეალურად. გამახვილდება ინტუიცია. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, ახალი საქმის დაწყებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, თირკმელები, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე მოძრაობისას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ინტიმურ კავშირებს, სესხის აღებას, ბინის შეცვლას, ახალი სამსახურის დაწყებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, აქატი ან ობსიდიანი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა საზარდული, რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

იყავით მეტად ყურადღებით. დღე პროვოკაციულია. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. აკონტროლეთ ვნება, ეჭვიანობა, სულსწრაფობა. არ ვარგა ბინის შეცვლა. კარგია გეგმების დასახვა, კოსმეტიკური პროცედურები, სამეცნიერო კვლევა, მასაჟი. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვების ტარებისგან კი თავი შეიკავეთ. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა; მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა. მძიმე კოსმოსური ენერგიების დღე. იყავით ყურადღებით. მაღალია აგრესიის, დეპრესიის, კონფლიქტების, ავარიების, დაპირისპირებების, ჯანმრთელობის გაუარესების და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა. არ ვარგა ფულის გასესხება, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ თეთრი, ცისფერი, იისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ფირუზი, ლაზურიტი, იაგუნდი ან საფირონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის,ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დრეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

მოერიდეთ სულსწრაფობას, ორგანიზმის გადაღლას. მეტად დაისვენეთ. კარგია ვაჭრობა, მეგობრული კონტაქტები. მოიმატებს ინტუიცია. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, გიშერი, საფირონი, ონიქსი ან ქრიზოპრაზი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი