ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 18.10, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბთი

კარგია მოლაპარაკებები, კომპიუტერული ტექნიკის ყიდვა. დააკვირდით პარტნიორთა მოქმედებებს. მოერიდეთ თმის შეჭრას, საფინანსო ოპერაციებს. ატარეთ იისფერი, მწვანე, ლურჯი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, მარჯანი, ლალი, იაგუნდი ან ძოწი. სიზმარი შემდგომ ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თავი, სისხლძარღვები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ეცადეთ, საკამათო საკითხები გადაწყვიტოთ კანონიერი გზით და არა ძალისმიერად. კარგია პარტნიორული ურთიერთობები, ლაშქრობა. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი , ძოწი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, თავი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთავრეობაა-მძიმე ენერგიების დღე. რაც მეტად გამოიწვევს ნეგატიურ მოვლენებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, კამათს, დაპირისპირებას, საავარიო სიტუაციებს. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ხელშეკრულების დადებას, ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ბორდოსფერი, ოქროსფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, გიშერი, წითელი იასპი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი ყელი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას. აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კავშირები, ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მწვანე იასპი ან ზურმუხტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დაძაბული დღეა. მაღალია კონფლიქტების ალბათობა. იყავით ყურადღებით. აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები. ნუ იზარმაცებთ და მეტი იმოძრავეთ. კარგია ახალი საქმის დაწყება, პარტნიორული ურთიერთობები. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი ან გიშერი. სიზმარი ახდება. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

შაბათი

მეტად განვითარდება ადამიანებში შრომისმოყვარეობა, ინტუიცია, დისციპლინა. კარგია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, საბანკო ოპერაციები, სამღებრო სამუშაოები, პარტნიორული ურთიერთობები. მოერიდეთ თმის შეჭრას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ტოპაზი, აქვამარინი, გიაცინტი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

კვირა

კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომ არ შეცდეთ. მაღალია მოტყუების, ჭორების და ინტრიგების ალბათობა. კარგია ახალი კონტაქტები, პარტნიორული ურთიერთობები, ფლირტის დაწყება. მოერიდეთ თმის შეჭრას, უძავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, იასამნისფერი, კრემისფერი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქვამარინი, ტოპაზი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი