ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 20.09, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ გადაადგილებისას. მოერიდეთ ხალხის მასებთან ურთიერთობას. კარგია ვაჭრობა, მკურნალობის დაწყება, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, თმის შეჭრას. ატარეთ ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან შავი სამოსი ,ქვებიდან კი გიაცინტი, იაგუნდი, გიშერი, მარჯანი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავიტ დაკვირვებული. ნუ დაარღვევთ წესებს. კარგია იმიჯის შეცვლა, შემოქმედებითი მუშაობა. მოერიდეთ რისკს. ატარეთ ყვითელი, ფირუზისფერი, ცისფერი, ლურჯი ან იასამნისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ონიქსი, ციტრონი ან გიშერი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ოთხშაბათი

მოერდიეთ მსხვილ საყიდლებს, კაპიტალდაბანდებას, ახალ ნაცნობობას. კარგია პარტნიორული თანამშრომლობა, ვაჭრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი ან სარდიონი. სიზმარი ახდება უახლოეს მომავალში. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ მოგზაურობას, ადგილსამყოფელის შეცვლას.კარგია მასაჟი, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

მოერიდეთ მსხვილ ფინანსურ გარიგებებს, რისკს, ადგილსამყოფელის შეცვლას, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, სასიყვარულო კავშირები. ატარეთ ყავისფერი, იასამნისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, ონიქსი, მალაქიტი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს, სულსწრაფ მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს. კარგია მშენებლობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, ვაჭრობა. ატარეთ ყავისფერი, ყვითელი, მწვანე, კრემისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, ყვითელი იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

ნუ აჰყვებით ჭორებს. მაღალია მოტყუების ალბათობა. კარგია მეგობრებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა. მოერიდეთ თმის შეჭრას. სასიყვარულო კავშირებს. ატარეთ ნაცრისფერი, ლიმონისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი ან იასამნისფერი სამოსი, ქვევიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, გელიოტროპი, ამაზონიტი ან ციტრონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი