ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 17.05, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის დღეების ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“:

 

ორშაბათი

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, თეთრი, წითელი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ზურმუხტი, ოპალი, ბრილიანტი ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, გული, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

სამშაბათი

კარგია კონტაქტები, მოლაპარაკებები, თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები, ხელოვნებასთან ურთიერთობა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმრები ახდება. სუსტდება ენდოკრინული სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის;

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას, ეჭვიანობას, პარტნიორებთან კონფლიქტს, ფინანსურ გარიგებებს. კარგია იურიდიული საქმიანიბა, ახალი სამსახურის დაწყება. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ბრილიანტი, ამაზონიტი, სერდოლიკი, მთის ბროლი, სარდიონი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის.

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ ეცდებით ძალაუფლების დემონსტრირებას. მოერიდეთ ადამიანების კრიტიკას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. კარგია თმის შეჭრა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე ან კრემისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ოპალი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის;

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის.

პარასკევი

კარგია საქმიანი ურთიერთობები, ვაჭრობა. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, აქატი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის;

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის.

შაბათი

მოერიდეთ მშენებლობას, კაპიტალდაბანდებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო ურთიერთობები. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, ყვითელი ან ლიმონისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. დაიმახსოვრეთ სიზმარი. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის;

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია მეგობრული კონტაქტები, ბუნებასთან ურთიერთობა. ატარეთ ლიმონისფერი, ყვითელი, წითელი, მწვანე, ცისფერი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, ჟადეიტი, ცირკონი, ციტრონი ან აკვამარინი. სიზმარი არ ახდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის;

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი