ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№32

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 11.08

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

მოერიდეთ დაპირებების გაცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია კაპიტალდაბანდება, ქორწინება, იურიდიული საქმიანობა. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა; კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

კარგია ახალი საქმის დაწყება, მოლაპარაკებები, მოგზაურობა, ქორწინება. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, საიდუმლო მოქმედებას, სესხის აღებას ან გაცემას. ატარეთ იისფერი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, წითელი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ლალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, თავი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ აგრესია. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციებს, კამათს, საფინანსო ოპერაციებს, ქორწინებას, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია საყიდლების გაკეთება, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ცისფერი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი აისპი ან სერდოლიკი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

დღის პირველ ნახევარში ნუ გადაჭრით რთულ საკითხებს. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, რისკს და სულსწრაფობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მეგობრული კონტაქტები, ახალი ნაცნობობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი, ყავისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი, აქატი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

პარასკევი

აკონტროლეთ ემოცია. მოერიდეთ რისკია და სულსწრაფობას, ყურის გახვრეტას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

არ აჰყვეთ პროვოკაციას. მოერიდე სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, სარისკო მოქმედებებს. კარგია ახალი ნაცნობობა, ვაჭრობა, მშენებლობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია მშენებლობა, ტექნიკის და აპარატურის შეძენა, კონტაქტები, მოლაპარაკებები. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ქორწინებას, სასიყვარულო კონტაქტებს. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან კრემისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი ,აკვამარინი, გიაცინტი ან ამაზონიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა