ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№9

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 01.03, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გთავაზობთ კვირის დღეების ასტროპროგნოზს:

ორშაბათი

კარგია აქტიური მოქმედება, სადავო საკითხების გადაწყვეტა. მოერიდეთ კამათს. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ლაზურიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

⭕ პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი - გეომაგნიტური დღე

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების მიმართ. კარგია ახალი ნაცნობობა, ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ნეფრიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან იაგუნდი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

⭕ პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი - გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია თმის შეჭრა, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი, ონიქსი ან ზურმუხტი. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

⭕ პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

კარგია საქმიანი კონტაქტები, თმის შეჭრა. მოერიდეთ უყაირათობას, აგრესიულ მოქმედებებს. ატარეთ წითელი, შავი, ოქროსფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ტოპაზი, ოპალი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო ან ზურმუხტი. სიზმრები არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, კუჭი.

⭕ პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი - გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრას, დაპირისპირებებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, აკვამარინი, იაგუნდი, ლაზურიტი ან სერდოლიკი. სიზმრები ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

⭕ პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი - გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით ემოციებს. კარგია ხელოვნებასთან ურთიერთობა. მოერიდეთ სახლის მშენებლობას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი; ქვებიდან კი – ფირუზი, ქარვა, ცირკონი, ლაზურიტი ან ლაბრადორი. სიზმრების ახდენა საეჭვოა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

⭕ პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას. მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეებს. ატარეთ ყავისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი; ქვებიდან კი – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმრები ახდება. სუსტდება ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კანი.

⭕ პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

⭕ ნეგატიური დღეა: ვერებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი