ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ყვავილები, დადებითი ემოციების მიუხედავად, შეიძლება ნეგატიური ენერგიის წყაროდაც იქცეს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.03, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ყვავილები სწორად უნდა შეარჩიოთ და, არა მარტო ქოთნის ყვავილები, არამედ ისინიც, რომელსაც წყლიან ვაზაში ათავსებთ, ოთახს ალამაზებთ და მათი სურნელით ავსებთ. იმის გარკვევა კი, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი და ენერგეტიკულად დადებითი ყვავილები, გაიგოთ, რომელია თქვენთვის სასარგებლო, არც ისე რთულია, რადგან ზოდიაქოს ყველა ნიშანს, თავისი შესაბამისი მცენარე აქვს და ეს უნდა იცოდეთ.

ვერძი

ვერძებს პლანეტა მარსი მართავს, რომელიც მოქმედებისა და ძალის სიმბოლოა. ამიტომ, მცენარეც თქვენი ენერგეტიკის შესაფერისი უნდა იყოს – კაშკაშა, ფერადი, დიდი ყვავილებით. ასეთია სამეფო ბეგონია, წითელი ვარდი, აზალია. თქვენთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ვარდისფერ გერანს, ჯანმრთელობაზე კი დადებითად კაქტუსი მოქმედებს, რადგან ის ენერგეტიკულად გაძლიერებთ.

კურო

კურო მიწის სტიქიას ეკუთვნის და ამ ნიშნის წარმომადგენლები საიმედოები, თუმცა იმავდროულად, ეჭვიანები არიან. მათ სახლში პატარა ზომის მცენარეები უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი რთულ პირობებშიც დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით კარგია ია, ფურისულა, შროშანი.

ტყუპები

ჰაერის სტიქიის ამ ნიშანს კონტაქტების, მოგზაურობისა და ფიქრის პლანეტა მერკური მართავს. ამ ნიშნით დაბადებულები, კომუნიკაციის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, გამუდმებით მოძრაობენ და ყოველ დილას ახალ ცხოვრებას იწყებენ. ამიტომ მათთვის საუკეთესოა ორიგინალური, ეგზოტიკური მცენარეები, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის პალმები და ლიანები.

კირჩხიბი

კირჩხიბები სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები არიან. წყლის ამ სტიქიის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო ის მცენარეა, რომელიც მათ საცხოვრებელს მყუდროს გახდის. კირჩხიბების ენერგეტიკას კარგად აბალანსებს ფიკუსი. ხოლო მათი სიმშვიდისთვის კარგია: ალოე, ფუქსია, პეპერომია ან კალანჰოე.

ლომი

ლომებს მზის სხივებზე გათბობა უყვართ, ხოლო მათ მცენარეებს, პირიქით, დიდი რაოდენობით მზის სინათლე არ ესაჭიროებათ. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის, ყველაზე მისაღებია კალა, იაპონური კამელია ან ჩინური ვარდი.

ქალწული

პრაქტიკული ქალწულებისთვის საუკეთესოა ნაყოფის მომცემი მცენარეები. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კარგი ვარიანტია აივანზე ლიმონის, მანდარინის ხის ან ლიანების გახარება.

სასწორი

სასწორებს უყვართ ჰარმონიული გარემო. ჰაერის ნიშნის ეს წარმომადგენლები ვერ ეგუებიან უწესრიგობას, ძალიან სიამოვნებთ ენერგეტიკულად მათთვის სასიამოვნო არომატების შეგრძნება. სასწორებისთვის მისაღებია ფერადფოთლებიანი, უცნაური ყვავილები, მაგალითად, გიბისკუსი, კროტონი, ორქიდეა ან ჰორტენზია.

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან ძლიერები არიან. მცენარეებს შორის მორიელებს ყველაზე მეტად აზალია შეესაბამება, რომელიც თავისი პატრონის ენერგეტიკას გრძნობს, სასიცოცხლო ძალებით ამარაგებს და ნეგატიური ენერგიის ნაწილს თავის თავზე იღებს.

მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებულები სულ მოძრაობაში არიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ განვითარებას და ეძებენ სიახლეებს. მათთვის მისაღები და კარგია გრძელღეროებიანი, ხშირფოთლიანი და ყვავილებიანი მცენარე, ასეთია როზმარინი.

თხის რქა

მიწის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა. ასეთივეა მათთვის შესაფერისი მცენარეები: ფიკუსი, იუკა, დაფნა, აზალია.

მერწყული

მერწყულები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. ჰაერის ამ ნიშნებისთვის მცენარეებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორებიც თავადვე არიან, მაგალითად, აბუტილონი, მარანტა ან რეო.

თევზები

ზოდიაქოს ნიშნის ამ წარმომადგენლებს, ძალიან უყვართ ყვავილები და პირველი, რასაც ისინი აფასებენ, არომატია და არა მათი ვიზუალი. მელანქოლიური თევზებისთვის ყველაზე სასარგებლო და მათი შინაგანი ჰარმონიისთვის აუცილებელი მცენარეა: სუმბული, ალოკაზია, ორქიდეა და აზალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი