ჰოროსკოპი და შეუცნობელი

გონების დაბინდვა, კონცენტრაციის დაკარგვა, მეხსიერების დაქვეითება და თავში სრული ქაოსი – რაა ამ ყველაფრის მიზეზი და რატომ იყენებენ ამგვარ მაგიას ახლობლების წინააღმდეგ

№7

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 26.02, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

დაბინდული გონება, დაბნეულობა, მეხსიერების დაქვეითება და მდგომარეობა, როცა თითქოს თავში აურზაური გაქვს - რას უკავშირდება ეს ყოველივე? ალბათ იფიქრეთ, რომ ავადმყოფის ანამნეზს კითხულობდით. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ეს სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ანკეტა იყოს. როგორ? - ასეთი მდგომარეობა ანუ არეული გონება შეიძლება, მაგიის ზეგავლენის შედეგიც იყოს. თუ ფიზიკურად რა ნიშნებით ვლინდება მაგიის გავლენა აღწერილ შემთხვევაში; როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ ნამდვილად მისტიკურია მიზეზი გონების დაბინდვისა და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის - ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერ მ.

- გონების დაბინდვა, კონცენტრაციის დაკარგვა - როცა ჭირს ყურადღების ფოკუსირება და გონების მოკრება; მეხსიერება ქვეითდება - ყველაფერი გავიწყდება და გიძნელდება რაიმეს დამახსოვრება და გააზრება; გაკლია სიზუსტე და პრინციპულობა; ორიენტირება გიჭირს და რაღაცნაირად დაბნეული გახდი; შეცდომები მოგდის და ხელიდან უშვებ ყველა შესაძლებლობას; ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ გონება დაგებინდა და თავში სრული ქაოსია - ასეთ მდგომარეობაში ძალიან ძნელია გარემომცველი რეალობის ზუსტად და ნათლად აღქმა. მიზეზი კი ამ მდგომარეობისა, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. მე გიამბობთ იმის შესახებ, რაც ჩემს პარაფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ხშირად მხვდება.

- რაც ჩამოთვალეთ ამ სიმპტომებით ადამიანი ხომ ექიმთან უფრო წავა?

- მართლაც, სანამ ჩემთან მოვლენ, ადამიანები უპირველესად, ჯერ სამედიცინო გამოკვლევებს იტარებენ და უმეტეს შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ფიზიკურად სავსებით ჯანმრთელები არიან. თუმცა თავს აშკარად ცუდად გრძნობენ და ეს მაგიის გავლენაა. მას ეს „გონებრივი დამბლა“ სპეციალურად დაატეხეს თავს - განგებ მოაქციეს ნეგატიური გავლენის ქვეშ, რათა გამოსტყუონ ის, რაც მისგან სჭირდებათ. სარგებელი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი, რისთვისაც ამ ყველაფერს სჩადიან. მაგალითად, ბევრი (მსახიობები, ბლოგერები) ამ გამოსათაყვანებელ მაგიას მიმართავს იმისთვის, რომ თავი მოაწონოს ხალხს; ქალები ამით ცდილობენ, მამაკაცები მონუსხონ; კაცებმა კი ქალები მიიზიდონ (ან სხვა მამაკაცი, ასეთებიც ხდება). ძალიან ხშირია გონების არევა სასიყვარულო და დაქვემდებარება-დამორჩილების მიზნით, მტრის ძალის მისათვისებლად ან მის გასაუვნებლად (სამაგიერო რომ არ გადაუხადოს ან მან ჯადოს და გათვალვის მოხსნა ვერ შეძლოს). იმისთვისაც მიმართავენ მაგიას, რომ მოწინააღმდეგე გააჩუმონ და ყოფილა შემთხვევები, მართლაც ორ სიტყვასაც ვეღარ აბამდნენ ერთმანეთს, ისეთი მძაფრია მაგიის ზეგავლენა. ასევე, მაგიით დაბინდული გონება აზრებს ერთმანეთში ურევს (ადამიანი ვეღარ ახერხებს საზოგადოების წინაშე გამოსვლას, წერას, მუშაობას), რითაც ამ ადამიანს აიძულებენ, დასახულ გზას გადაუხვიოს, უარი თქვას გეგმებზე და ასე მიიღონ ყველაფერი, რასაც მისგან მოელიან. მაგია ტვინს ურევს, აბნევს ადამიანს და მას რეალობა ილუზიით ეცვლება, რათა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ვეღარ შეძლოს. მას ატყუებენ და არწმუნებენ, დაიჯეროს დამახინჯებული რეალობა. ძნელია ტვინარეულმა იცხოვრო და ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლაც.

- ძირითადად, ვის წინააღმდეგ იყენებენ ტვინის ასარევ მაგიას?

- ამას წინათ ერთ მამაკაცთან ვმუშაობდი, რომლის ძმამაც მაგიით გონება დაუბინდა აბსოლუტურად ყველას, ვინც კი მის წრეში ტრიალებდა: მამას (ბიზნესმენია), იმიტომ რომ, რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალოს; მეგობარ ქალს, იმიტომ რომ, მისგან არ წავიდეს (ქალი ცხოვრობს მასთან სახლში და მისი მშობლების კაპრიზებს ითმენს, რომლებსაც გულზე არ ეხატებათ ის უკვე 6 წელია); დედას, იმიტომ რომ, წარამარა არ გალანძღოს მისი რჩეული, სახლში არაფერს აკეთებსო; ახლო მეგობარს, იმიტომ რომ, მოაჯადოოს, თავი შეაყვაროს, მიიჯაჭვოს და აიძულოს, დაემორჩილოს (ის გეია); ბებიას, იმიტომ რომ, თავისი ბინა მასზე გააფორმოს; მშობლებს, იმიტომ რომ, შეიძულონ მისი ძმა და ძმას - იმიტომ რომ, მოკვდეს და მთელი ქონება მხოლოდ მას დარჩეს. მოკლედ, ტვინის დასაბნელებელი მაგიის მთელი „კონა“ ჰქონდა შეკრებილი. თუმცა, რომ იცოდეთ, ამ ხერხს ძალიან ბევრი მიმართავს და ისე ადვილად „ისვრიან მარცხნივ და მარჯვნივ“, გაგიკვირდებათ. მაგალითად: გამოცდის ჩასაბარებლად (ლექტორი რომ „გამოაქლიავონ“), მოსამართლეთა კეთილგანწყობისთვის და ვინ იცის, კიდევ რისთვის არა. და ეს ყველა ნეგატიური ზეგავლენა მაგიის დამსახურებაა, რის საშუალებითაც ადამიანი სხვებზე მანიპულირებს.

- რას სჩადის ამ დროს თავად „მოჯადოებული“ პირი?

- შეიძლება დაიკარგოს, ან სულელური, არასწორი საქციელი ჩაიდინოს. ელაპარაკება მოსაუბრეს და როგორც ნისლში გახვეული, ალაგ-ალაგ იჭერს მის სიტყვებს, ვერ გაუგია, მისგან რა უნდათ, რას ეუბნებიან ან რა უნდა უპასუხოს - ვერაფერს იაზრებს. თუ საჭესთანაა, უცაბედად გრძნობს, რომ ისე დაუჩლუნგდა გონება, თითქოს თავი ბურუსით აევსო. ამის გამო კარგავს რეალობის აღქმის შეგრძნებას, ცნობიერებას, ერევა ორიენტაცია და კარგად ნაცნობ ადგილას ვეღარ მიმხვდარა: რა ქნას, საით წავიდეს? - მისი გონება დანისლულია, დაჩლუნგდა და შეიძლება, აბსოლუტური სისულელე ჩაიდინოს. ამიტომ, თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, უნდა გამოძებნოთ საშუალება და გაარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში, შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოაგვაროთ პრობლემა. სცადეთ, თავად გაერკვეთ ყველაფერში ან მიმართეთ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია, ამის გაცნობიერებაში დაგეხმაროთ. უმჯობესია, გაიაზროთ, ნათლად აღიქვათ სიტუაცია და თავიდანვე გაერკვეთ მასში. მართალია სასიამოვნო არ იქნება და შეიძლება, მტკივნეულიც იყოს, მაგრამ ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყველაფერი მიუშვათ, უყურადღებობით პრობლემა გაიზარდოს და მისი გაკონტროლება ვეღარ შეძლოთ. აი, სულ ეს არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი