ჰოროსკოპი და შეუცნობელი

დაარეგულირეთ სასიყვარულო და სექსუალური პრობლემები პირადი რიცხვის გამოთვლით

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.03, 2023 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ სასიყვარულო თუ სექსუალურ ურთიერთობებზე გარკვეულ მინიშნებებს პირადი ციფრის გამოთვლა მოგცემთ. ზოგადად, ნუმეროლოგია განსაზღვრავს ადამიანის პირად რიცხვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ამოიცნოთ თქვენი იდეალური პარტნიორი, გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად როგორც მის, ასევე, თქვენს ფანტაზიებს. პირადი რიცხვი, ასევე, ახასიათებს პიროვნებას და მოქმედებს ცხოვრების ციკლზე. გამოთვალეთ თქვენი პირადი რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს და ამით კიდევ უფრო მეტს მიაღწევთ პირად ცხოვრებაში.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვი 6-ია. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევე ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად, 29, 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ თქვენ შეკრიბეთ რიცხვები, მაშინ დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რეკომენდაციებს.

1 – სიყვარულში შეუდარებელი ადამიანი ხართ. გიყვართ ლიდერობა და პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. თუმცა, ეგოიზმი ურთიერთობებს გირთულებთ. გიყვართ პაემნების დროს მდიდრულ გარემოში ყოფნა. სიყვარულში კი უპირატესობას გამოცდილ პარტნიორს ანიჭებთ.

2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თუ ვინმე გიყვართ, გიყვართ მთელი არსებით. თუმცა, ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ.

3 – საწოლში მაქსიმალურად იხარჯებით, თუმცა შესაძლოა, საყვარელ ადამიანს საუბრის დროს ხშირად სტკენდეთ გულს. ნუ გააბამთ ფლირტს ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან. გირჩევთ, ურთიერთობა უფრო რეალისტ და პრაქტიკულ ადამიანებთან გქონდეთ. დააფასეთ საკუთარი თავი და იყავით მეტად დამოუკიდებელი.

4 – თქვენს ვნებას ბევრი ვერ უძლებს. რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სასიყვარულო-სტაბილური ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ხშირად დიდ სიყვარულს მეგობრულ წრეში ეძებთ. ქვეცნობიერად კი ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია.

5 – თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები თავგადასავლებით არის სავსე. ცვალებადი ხასიათისა და მოუთმენელი ბუნების გამო სიყვარულში არ გიმართლებთ, ამიტომ ხშირად ეძებთ ახალ პარტნიორებს. ჯობია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა ემორჩილებით საყვარელ ადამიანს და მის წინაშე თამამად ავლენთ ვნებას. მასთან ხშირია მოულოდნელი შეხვედრები.

6 – როცა გიყვართ, თვალები სხვანაირად გიბრწყინავთ. ამ დროს მეტად ხელგაშლილი და მზრუნველი ხდებით. გესმით სექსის ხელოვნება. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც, სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებელია, ისეთ პარტნიორზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მგრძნობიარე, რომანტიკული, მაგრამ აუჩქარებელი და ფრთხილია.

7 – სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს ხშირად ცდებით. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დისტანციას დაიცავთ, კარგად დააკვირდებით და შემდეგ გაიხსნებით მასთან. ვერ აიტანთ, თუ საყვარელი ადამიანი კარიერაში შეგიშლით ხელს, გარდა ამისა, კარგად იცით თქვენი თავის ფასი და შესაფერისი პარტნიორის შერჩევა გიჭირთ.

8 – ადვილად შეგიძლიათ მოხიბლოთ ადამიანი. არასდროს დამალოთ თქვენი ხიბლი. გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები მრავლად გექნებათ.

9 – ცდილობთ, ასიამოვნოთ საყვარელ ადამიანს. სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. საჭიროა, მან ხშირად შეგახსენოთ, რომ შეუდარებელი ხართ. სიყვარულში ხან სუსტი ხართ, ხან ძლიერი, არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი