ჰოროსკოპი და შეუცნობელი

არასწორად მოვლილი სარკე ოჯახში პრობლემებს ქმნის

№32

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.08, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ჩვენს გარშემო ბევრი იდუმალი თვისებების მქონე ისეთი ნივთი და საგანია, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებას ახდენენ. თუ მათთან სწორ მიდგომას შეძლებთ, ამით ადვილად მოახერხებთ, ავი თვალის აცილებას, უარყოფითი ენერგიების განმუხტვას და სუფთა აურით უსაფრთხოდ ცხოვრებას.

ადამიანის გარემომცველ საგანთა შორის სარკე ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ნივთია. ამიტომ, მას განსაკუთრებული მოვლა და შენახვა სჭირდება, რომ არ გატყდეს ან არ გაიბზაროს და ეს უბედურების მაუწყებელი არ გახდეს. თუმცა ის ჯადოს, საგვარეულო წყევლისა და ავი თვალის წინააღმდეგაც მოქმედებს.

თუ ბინაში სარკეს სწორ ადგილას მოათავსებთ, ის ოჯახს ნეგატიური ენერგიებისგან დაიცავს. ხოლო, თუ მას უდიერად მოექცევით, მის ზედაპირს ხშირად არ გაწმენდთ და მასზე დაგროვილ ენერგეტიკულ ჭუჭყს არ მოაცილებთ, სარკეს ბევრი უბედურების მოტანაც შეუძლია.

სარკე სხვა სამყაროში გადასასვლელი ერთგვარი კარია. თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, მისი საშუალებით რამდენად სწორად და ფრთხილად გააღებენ ამ იდუმალ კარს. სარკე პარალელური სამყაროების კარიბჭედაც მიიჩნევა. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით და სწორად მიუდგეთ, როგორც კედელზე დაკიდებულ სარკეებს, ასევე ჩანთაში მოთავსებულ დეკორატიულ, პატარა სარკეებს, რომლებიც ქალბატონების და გოგონების საყვარელი ნივთია.

რაც უფრო დიდი ხნით გაქვთ ის სახლში, მით მეტ ინფორმაციას „იწოვს“ ის თქვენგან, უფრო კარგად „გეცნობათ“ და შესაბამისად, იცის, როგორ დაგიცვათ ან პირიქით, მიგანიშნოთ მომავალ საფრთხეზე. მაგალითად:

თუ სარკე დაიბურა, მასზე ლაქები გაჩნდა, გაიბზარა ან გატყდა, ესე იგი, ადამიანს რაღაც უსიამოვნება ელის.

მცდარია ხალხში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს, სარკის გატეხას მისი მფლობელის ან ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვება. ეს საქმეში კრახის, დაავადების ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის წინაპირობა შეიძლება, გახდეს და ის მის მფლობელს ასეთი სახით აძლევს გაფრთხილებას

დიდი შანსია, მსგავსი ცუდი ამბები თავიდან აიცილოთ, თუ სარკეს ენერგეტიკულად ხშირად გაწმენდთ.

სარკისა და ზოგადად, სახლში არსებული სხვა ნივთების ენერგეტიკული გაწმენდა ნეგატიური ზემოქმედებისგან ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტულ წყალს შეუძლია – ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, ჩაასხით წყალი გამჭვირვალე ჭურჭელში, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი ხურდა ფული, თუნდაც ოცთეთრიანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი მთვარის ენერგიით დაიმუხტება. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე და ნივთი, რომელიც სახლში გაქვთ, ხშირად უყურებთ, ეხებით ან ჩანთით ატარებთ. მონეტა კი საფულეში ჩადეთ და ატარეთ მომავალ ახალ მთვარემდე, რომ ფული და იღბალი მოიზიდოს, ნეგატიური ენერგიისგან კი დაგიცავთ. გაითვალისწინეთ, რომ მეორედ გაწმენდის დროს ის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე, ასეთი წესით გაწმენდილი სარკე და ნივთი ენერგეტიკულად სუფთავდება და ის თქვენთვის დადებითი ემოციებისა და წარმატებების მომტანი გახდება. ასევე, ამით თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ვერც ავი თვალი გაგეკარებათ, რადგან მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი მას ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი