ჰოროსკოპი და შეუცნობელი

აპრილის რომელი პერიოდი აღმოჩნდება ადამიანებისთვის მტკივნეული და როდიდან დაიწყებს სიტუაცია დასტაბილურებას

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 05.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი გაუთვალისწინებელი მოვლენა დაფიქსრიდა. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, პლანეტები და ასტროლოგიური გათვლები მიგვანიშნებენ, რომ წინ კიდევ არაერთი გაუთვალისწინებელი მოვლენაა მოსალოდენლი. თუმცა, აპრილის თვის გარკვებული პერიოდი მაინც ჰარმონიული და დადებითი ენერგეტიკის მატარებელია.

– ბატონო მიხეილ, ასტროლოგიური გათვლებით, როგორი იქნება აპრილის თვე და ხომ არ არის მოსალოდნელი მოვლენათა უეცარი ცვლილებები?

– ზოგადად, აპრილი, მაისი, ივნისის პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული პერიოდია მთელი წლის განმავლობაში. ის ხელს შეუწყობს მოქმედების ეფექტურობას, ასევე, კომპრომისების პოვნას რთული საკითხების განხილვასა და პრობლემების გადაწყვეტისას. მაღალი შემოქმედებითი აქტივობა ადამიანებს დაეხმარება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ბიზნსესსაქმიანობაში, მეგობრულ კონტაქტებსა და პირად ურთიერთობებში. ეს პერიოდი კარგია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დასადებად, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. აპრილის დასაწყისში, 5 რიცხვამდე, დედამიწაზე პლანეტათარული ზეგავლენა საკმაოდ ჰარმონიული იქნება, გაგრძელდება მარტის დადებითი ტენდენციები. თუმცა, 5 აპრილიდან მდგომარეობა გაუარესებას დაიწყებს. განსაკუთრებით დაძაბული და დამანგრეველი აღმოჩნდება 7-დან 12 აპრილამდე დროის მონაკვეთი, რომელიც აისახება ბევრი ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაზე. ეს პერიოდი ხასიათდება უეცარი კონფლიქტებით როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საზოგადებისა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

– თქვენი გათვლებით, რა შეიძლება, ამის მიზეზი გახდეს?

– მიზეზი შეიძლება, გახდეს მცირედი, წვრილმანი უთანხმოება. შეუძლებელი იქნება ჩანაფიქრებისა და გეგმების განხორციელება, გაქრება შემოქმედებით პერსპექტივები. ეს ერთგვარი განახლების პერიოდია, როდესაც აუცილებელი იქნება ყველაფერი ძველისა და გამოუსადეგარისგან გათავისუფლება და განვითარების ახალი გზების ძიება, მაგრამ ბევრი ადამიანისათვის ეს საკმაოდ მტკივნეული, რთული და მძიმე აღმოჩნდება. 10 აპრილის შემდგომ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები გახდება ხშირი საპროტესტო აქციების, გაფიცვების, გამოსვლების მიზეზი. გარდა ამისა, ამავე პერიოდი მოიმატებს ავარიების, ხანძრების, კატასტროფების რაოდენობაც, რისი მიზეზიც, უმეტესად, იქნება უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა. განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება მართებთ ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებს, განსაკუთრებით კი – მძღოლებს. დაუშვებელია რისკი.

– რომელი რიცხვებიდან დაიწყებს სიტუაცია გამოსწორებას და ჰარმონიულ რიტმში ჩადგომას?

– 13 აპრილიდან სიტუაცია დაიწყებს გაუმჯობესებას და დედამიწის ბიოსფეროს პოზიტიური ფონი 24 რიცხვამდე შენარჩუნდება. 19 აპრილს კი მზე გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტებს – ვენერას, მერკურსა და ურანს. ამ დროს ბევრი ადამიანი იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას, მოქმედების, ახლის შექმნის სურვილს. აქამდე არსებული კონფლიქტებისა და გაუგებრობების უმეტესობა დალაგდება, დაძაბულობა განიმუხტება. გაუმჯობესდება ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობაც.

– თუმცა, ზოგადად, ბოლო ათწლებულებზე დაკვირვებით, აპრილის თვის ბოლო დეკადა, გამორჩეულია ნეგატიური მოვლენების განვითარებით, რაც სწორედ, ამ პერიოდში იწყება და შემდგომ გაზაფხულის ბოლომდე გრძელდება. ამაზე რას იტყვით?

– დიახ, დედამიწის ბიოსფეროზე კოსმოსის არასასიკეთო ზეგავლენამ შეიძლება, თავი შეგვახსენოს 24 აპრილის შემდგომ და გაგრძელდეს 7 მაისამდე. უპრველესად, ეს შეიძლება, აისახოს ადამიანთა ფსიქო-ემოციურ სფეროზე და დაგვაბრუნოს იანვარ-თებერვლის მოვლენებთან.

– როგორც ასტროლოგი, რა რჩევას მოგვცემთ, როგორ გავიაროთ ეს პერიოდი?

– ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, რათა არ გამეორდეს ძველი შეცდომები, რაც შესაძლოა, ახალი კონფლიქტების მიზეზად იქცეს. ზოგიერთი სირთულე, რომელიც მოსალოდნელია 7-12, 22-28 აპრილის შუალედებში, შეიძლება, წარმატების შეფერხების მიზეზი გახდეს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების კუთხით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი