ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ახდენს თუ არა ბედზე გავლენას კონკრეტულ რიცხვში დაბადება

ავტორი: „თბილისელები“ 14:44 17.11, 2020 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

დაბადების თარიღი ბევრ რამეს განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებაში. კერძოდ, ასტროლოგიურად, ჩვენი ბედისა და ხასიათის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რიცხვში დაიბადეთ. ასე რომ, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების რიცხვს, უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე.
1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია. აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული. შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველაფერს. გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ, ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები თავმოყვარეები არიან, არ ემორჩილებიან სხვებს. თავიანთი მიზანდასახულობით კარიერაში წინსვლასაც ახერხებენ. გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, ხშირად ითრგუნებიან მელანქოლიულობის გამო, გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით. არ ერიდებიან მძიმე სამუშაოს შესრულებას. არიან ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. ახასიათებთ, იმპულსურობა მოქმედების დროს. აქვთ მისწრაფება, იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები. გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა. იმავდროულად არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია. ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, დამოუკიდებელი პიროვნებები. ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო, გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, მაგრამ იმავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევები.
9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები თანაგრძნობით არიან განწყობილი გარშემო მყოფებისადმი, უცნობ ადამიანებთანაც კი ყოველთვის მშვიდ ურთიერთობებს ამყარებენ. ასევე, არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა და ორგანიზების უნარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი