ფაქტები

ეს საინტერესოა

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.05, 2023 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* პეტრე პირველმა, გარდა იმისა, რომ ბრძანება გასცა, ყველა მამაკაცს წვერი გაეპარსა, დაავალდებულა მოსახლეობა, თავიც სხვაგვარად მოწესრიგებული ჰქონოდათ, თუმცა თავად მხოლოდ უამინდობის დროს ასრულებდა ამ ბრძანებას, თან ამისთვის მხოლოდ საკუთარი თმისგან დამზადებულ პარიკს იყენებდა.

* ერთხელ რეზერფორდს უმტკიცებდნენ, რომ ნემსის მხოლოდ გარეთა შრე მაგნიტდებოდა და არა მთლიანად. მან საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად რკინის ნემსი მოათავსა ჭურჭელში, სადაც მჟავა ესხა, ნემსი მთლიანად გაიხსნა და ოპონენტებს აჩვენა, რომ მაგნიტმზომის მაჩვენებელი ნელ-ნელა დავიდა ნულამდე.

* ეპისკოპოსმა ნიკოლაუსმა გადაწყვიტა, ციხესიმაგრიდან უსარგებლო რაინდები გაეყარა. ერთხელაც ისინი სანადიროდ მიიწვია, შეეჭვებულებს კი უთხრა: ვფიცავ, ჭიშკარი ყოველთვის ღია იქნება, დღეც და ღამეცო. თუმცა, დაბრუნებულ რაინდებს ციხესიმაგრის ყველა შესასვლელი ჩაკეტილი დახვდათ, მას ტყუილში დასდეს ბრალი. ეპისკოპოსმა თავი იმართლა, მე ცათა სასუფევლის ჭიშკარს ვგულისხმობდიო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი