ფაქტები

ეს საინტერესოა

№12

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.04, 2023 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

👉ტუალეტის ქაღალდი მეცხრამეტე საუკუნის შუაწლებში დამზადებული იყო კანაფისგან. სამკურნალო და პროფილაქტიკური ეფექტისთვის კი ალოეს თხელი ფენით იყო დაფარული და ათასი ფურცელი ერთი დოლარი ღირდა.

👉მარილს 1852 წელს ორეგანოს შტატში ოქროში ცვლიდნენ, თან ერთ უნციას – ერთ უნციაში.

👉იან სიბელიუსმა თავისი პირველი ნაწარმოები ვიოლინოსათვის „წყლის წვეთი“ მანამდე შექმნა, სანამ ამ ინსტრუმენტზე დაკვრას ასწავლიდნენ. ამიტომ ამ ნაწარმოებში საერთოდ არ გამოიყენება ხემი.

👉1975 წელს ირანის შაჰინშაჰმა მოჰამედ რეზა პეჰლავიმ ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა შემოიღო, რის შემდეგაც წიგნების მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს თავად პეჰლავის წიგნი, რადგან იქ დასავლურ ღირებულებებსა და მრავალპარტიულობას ქადაგებდა.

👉პიროგოვმა თქვა: „მითხარი, რას კითხულობ და გეტყვი, ვინ ხარ შენ“. ლუნაჩარსკიმ პირიქით თქვა: „მითხარი, ვინ ხარ და მე გეტყვი, რას კითხულობ“. ილფმა კი თქვა: „მითხარი, რას კითხულობ და მე გეტყვი სად მოიპარე ეგ წიგნი“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი