ფაქტები

ეს საინტერესოა

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.01, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

* მეჩვიდმეტე საუკუნეში ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, ავგუსტ მესამე საქსონელმა შეიტყო, რომ სიქსტის მონასტრის რესტავრაციისთვის მონაზვნებს თანხა სჭირდებოდათ. მოლაპარაკების შემდეგ ავგუსტმა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა – 25 ათასი სოლდო გადაიხადა. ასე მოხვდა დრეზდენის გალერეაში ცნობილი ნახატი – რაფაელის სიქსტის მადონა.

* მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში ვენეციაში მიაგნეს სუფთა შუშის დამზადების ხერხს – ყოველგვარი ლაქისა და წუნის გარეშე და ისე ამაყობდნენ ამით, რომ ვენეციელი მხატვრები შარავანდედს შუშით გამოსახავდნენ.
* მეთექვსმეტე საუკუნეში მაგელანის ექსპედიციამ პირველად შემოუარა დედამიწას, რითაც პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ დედამიწას სფეროსებური მოყვანილობა აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში არისტოტელე, აკვირდებოდა რა მთვარის დაბნელებას, სწორედ ამას ამტკიცებდა, ამას კი იმით ხსნიდა, რომ ამ დროს დედამიწის ჩრდილს, რომელიც მთვარეზე ჩანს, წრის მოყვანილობა აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი