ფაქტები

ეს საინტერესოა

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.07, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ ზოგიერთი ხელოვნის აზრით, ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ტროას ომის საბაბი, მშვენიერი ელენე ცისფერთვალა და ჟღალთმიანი იყო, თუმცა იმიტომ არა, რომ ამით მის სილამაზეს უსვამდნენ ხაზს, არამედ სხვა მიზეზით – ის მოღალატედ მიაჩნდათ. ცნობილია, რომ ყოველივე ცუდს ბერძნები ჩრდილოელ ბარბაროსებს მიაწერდნენ, მათ კი სწორედ ასეთი გარეგნობა ჰქონდათ.

✔️ფსიქოლოგი ბარუხ (ბენედიქტ) სპინოზა, გარდა ძირითადი ფსიქოლოგიური კვლევებისა, რელიგიასა და ეროვნების თავისუფლებას ქადაგებდა, რის გამოც რელიგიის მსახურების რისხვა დაიმსახურა და დასჯაც კი უნდოდათ, თუმცა ის ხელისუფლებამ გადაარჩინა, რადგან სწორედ მისი მოძღვრების გამო განვითარდა თავისუფალი ვაჭრობა.

✔️ცნობილია, რომ შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრნი, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ისინი შუამდინარეთში ჩრდილოეთიდან მოვიდნენ. ამ ვარაუდს ამყარებენ იმით, რომ შუმერები თავიანთ თავს შავთავიანებს უწოდებდნენ, ესე იგი, ადრე ისინი იქ ცხოვრობდნენ, სადაც ადამიანებს სხვა ფერის თმა ჰქონდათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი