ფაქტები

ეს საინტერესოა

№18

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.05, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ მეოთხე საუკუნეში მიაჩნდათ, რომ ნეაპოლიტანურ ტაძარში ინახებოდა დიდმოწამე იანუარის სისხლი, რომელიც წელიწადში ერთხელ, ღვთისმსახურების დროს ადუღდებოდა ხოლმე. 1906 წელს „საეკლესიო უწყებამ“ ამხილა ეს „სასწაული“ და დაწერა, რომ ჭურჭელში სისხლი კი არა წითელი ფერის ნივთიერება ესხა, რომელიც სხვა ტექნიკური საშუალებების გარეშე, მლოცველებისა და სანთლებისგან გამოყოფილი სითბოს გავლენით, საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე იწყებდა დუღილს.

✔️ პეტრარკას მეგობარი და თანამედროვე ბოკაჩო წერდა, რომ მისი გული ტირის და თვალები ცრემლით ივსება, როდესაც ხედავს, როგორ ყიდიან ბერები პერგამენტის ნაჭრებზე გამოსახულ ქრისტეს, მარიამ ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების გამოსახულებებს, ამისთვის კი ბიბლიებს აჭრიან მინდვრებს და წმიდა წიგნებს აფუჭებენო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი