ფაქტები

ეს საინტერესოა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.01, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

* შვედმა ფიზიოლოგმა, ჰოლმგრენმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს რკინიგზის კატასტროფების თავიდან ასაცილებლად წინადადება წამოაყენა, შალის ფერადი ძაფების გორგლები გამოეყენებინათ – ამით სამსახურში ასაყვანთა შორის დალტონიკებს გამოავლენდნენ.

* ალექსანდრე დიუმა-მამა კავკასიაში მოგზაურობის დროს შამფურის ნაცვლად ხშირად იყენებდა თავისი კარაბინის ზუმბას (ლულის გასაწმენდი). მართალია, ამას კეთილშობილი იარაღის დამცირებად მიიჩნევდა, მაგრამ აღიარებდა, რომ შედეგად დიდ სიამოვნებასაც იღებდა.

* ბევრი ფილატელისტისთვის დღეს ცნობილი სამკუთხედის ფორმის მარკები პირველად მე-19 საკუნის 60-იან წლებში გამოჩნდა ინგლისის კუთვნილებაში მყოფ სამხრეთ აფრიკაში, რათა ადგილობრივ წერა-კითხვის უცოდინრებს ადვილად გაერჩიათ ადგილობრივი კორესპონდენცია მეტროპოლიისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი