ფაქტები

ეს საინტერესოა

№47

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.12, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️ ძველბერძნულ თეატრში მსახიობები ნიღბებით გამოდიოდნენ, რომლებიც ისე იყო შეღებილი, რომ შორიდან კარგად გაარჩევდით მათზე გამოხატულ გრძნობებს – სიხარულს, მწუხარებას, ტკივილს. თუმცა ნიღბებს სხვა ფუნქციაც ჰქონდათ – ხმის გამაძლიერებლის, რასაც თანამედროვე თეატრში მიკროფონი ასრულებს.

✔️მულტიპლიკაციაში ხშირადაა საჭირო სხვადასხვა ხმის იმიტაცია. მაგალითად, ტალღების ხმაური იმიტირდება თასში ჩასხმული წყლის დგაფუნით, თოვლზე სიარულის დროს გამოცემული ჭრიალი – სახამებლიანი პატარა ტომრის ხელით მოჭყლეტით, ტყვიის სტვენა – გაჭიმულ აბრეშუმის ლენტზე ფრჩხილის სწრაფი გასმით, ხოლო აფეთქების ხმა – მიკროფონთან ასანთის გაკვრით.

✔️პირველად გამოშვებული ტელევიზორების ეკრანები ისეთი პატარა იყო, რომ გამოსახულების გასადიდებლად მის წინ წყლით სავსე გამჭვირვალე ჭურჭელს დგამდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი