ფაქტები

ეს საინტერესოა

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.09, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

✔️1975 წელს ამერიკელები იძულებული გახდნენ, აეგოთ ახალი ანტარქტიკული ბაზა – ამუნდსენ-სკოტი, მიუხედავად იმისა, რომ 1957 წელს მათ მიერ აგებული პოლარული ბაზა სრულიად გამართულად მუშაობდა. ეს გამოიწვია იმ ყინულის სამხრეთ პოლუსიდან დაშორებამ, რომელზეც ეს ბაზა იყო აგებული.

✔️მსოფლიოს შოუბიზნესში წარმატება „ოქროსა“ და „პლატინის“ დისკებით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთსა და იმავე რიცხვთან – მილიონთან არის დაკავშირებული, ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან: „ოქროს დისკი“ ნიშნავს, რომ გაიყიდა მილიონი დოლარის დისკი, „პლატინის“ – გაიყიდა მილიონი დისკი.

✔️მზის სისტემის მოდელის ყველაზე დიდი სამუზეუმო ექსპონატის ცენტრალური ნაწილი – მზე შვედეთის ქალაქ ბურლენგშია, ყველაზე საინტერესო ნაწილი, დედამიწა – ქალაქ ფალუნაში, ყველაზე შორეული, პროქსიმა ცენტავრა კი – ავსტრალიის მელბურნში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი