ფაქტები

ეს საინტერესოა

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.06, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები,
გა,ონათქვამები, მოვლენები
დაკოპირებულია

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები „თბილისელებისგან“:

◾ ტიბერიუსის მმართველობის დროს, დასაფლავებაზე, ერთმა მასხარამ ხმამაღლა სთხოვა მიცვალებულს, ავგუსტუსისთვის გადაეცა, რომ მისი შეპირებული საჩუქრები ხალხს ჯერ კიდევ არ მიუღიაო. მალე ის ტიბერიუსმა დაიბარა და დაპირებული მთლიანად გადაუხადა, შემდეგ კი მოაკვლევინა – ავგუსტუსს მოახსენე, რომ ვალი მთლიანად გადახდილიაო.

◾ მეოცე საუკუნის დასაწყისში მაქს ბირბომის კარიკატურულ ნახატზე გამოსახული იყო ბერნარდ შოუ და მსახიობი სტელა კემპბელი, რომელთაც ერთმანეთთან რომანტიკული და იმავდროულად, რთული ურთიერთობა ჰქონდათ. მარცხნივ გამოსახული იყო შესანიშნავი აღნაგობის და ლამაზი ახალგაზრდა შოუ და ულამაზესი გოგონა, კემპბელი, მარჯვნივ კი – ხრონცი ბერიკაცი შოუ და სქელი დეიდა კემპბელი. ნახატს კი ასეთი წარწერა ჰქონდა: „მისის კემპბელი და მისტერ შოუ – როგორც ისინი საკუთარ თავს წარმოიდგენენ და როგორც ერთმანეთი წარმოუდგენიათ“.

◾ ასტროლოგმა ფრასილმა კალიგულას უთხრა, რომ უფრო ცხენით გადავიდოდა ბაის სრუტეზე, ვიდრე ის იმპერატორი გახდებოდა. როცა კალიგულა იმპერატორი გახდა, ბაის სრუტეზე ხიდი ააგო და ცხენით გადავიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი