ფაქტები

ეს საინტერესოა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.05, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები „თბილისელებისგან“:

◾ როდესაც მთავარი ნიკოლას ესტერჰაზი თავის ქალაქგარეთა რეზიდენციაში მიდიოდა, მას თან ახლდა ამალა. როგორც პროფესორი გინბერგი ყვება, 1772 წელს, როდესაც მთავარი ჩვეულებრივზე დიდი ხნით დარჩა, მობეზრებულმა სამთავრო ორკესტრმა, რომელსაც ჰაიდნი ხელმძღვანელობდა, დელიკატურად მიანიშნა, რომ ვენაში დაბრუნების დრო იყო – მათ „გამოსამშვიდობებელი სიმფონია“ დაუკრეს.

◾ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ფრესკაზე, რომლის სახელწოდებაა „კვირა“, ქრისტეს ჭრილობებს აყენებს სამეურნეო ნივთები. ფრესკა შეიქმნა მორწმუნეთა ჭკუის სასწავლებლად. ამით მათ მიანიშნებდნენ, რომ კვირა დღე მხოლოდ ღმერთს უნდა მიუძღვნან და არ იმუშაონ.

◾ ჰიპოკრატე ავადმყოფობებს ყოფდა მემკვიდრეობითად და ცხოვრების არასწორი წესის შედეგად შეძენილად, თუმცა მემკვიდრეობითობას პირველ ადგილზე აყენებდა. ზოგადად, ძველ საბერძნეთში ბევრი პროფესია დინასტიური იყო. ლეგენდის მიხედვით, ჰიპოკრატეს გვარის ფუძემდებლად ასკლეპიუსი – ბერძენთა მკურნალობის ღმერთი მიიჩნეოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი