ფაქტები

ეს საინტერესოა

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.05, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები „თბილისელებისგან“:

◾ გლადიატორთა შერჩევა ძნელი იყო, შენახვაც ძალიან ძვირი ჯდებოდა და მათ ძალიან უფრთხილდებდნენ. ამიტომ იყო, რომ პომპეიში გლადიატორთა ბრძოლების მთელ ისტორიაში მხოლოდ 6 გლადიატორი დაიღუპა. ეს, გარკვეულწილად, მათი კვების რაციონის დამსახურებაც იყო. განსაკუთრებულად ნოყიერი კერძები ზეითუნის ზეთისა და სასარგებლო ინგრედიენტებით მზადდებოდა (სტაფილო, ნიახური, ოსპი, ლობიო...). ულუფებიც საკმარისზე მეტი ეძლეოდათ – მათი სხეული ქონით უნდა ყოფილიყო დაფარული – შერკინებისას ქონი იჭრებოდა, კაპილარებიდან სისხლი სდიოდათ, თუმცა კუნთი არ ზიანდებოდა, ბრძოლა გრძელდებოდა და გამოჯანმრთელებაც ადვილი იყო.

◾ ერთხელ გაბრაზებულმა სპარსეთის მეფემ, კამბისმა, თავისი მრჩევლის, ტყვე ლიდიის მეფის, კრეზის სიკვდილი ბრძანა, თუმცა მსახურებმა კრეზს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც კამბისს ბრაზმა გაუარა და გაიგო, რომ კრეზი ცოცხალი იყო, გაიხარა, თუმცა ბრძანების შეუსრულებლობის გამო ის მსახურები დასაჯა, რომლებმაც კრეზი არ მოკლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი