ფაქტები

ეს საინტერესოა

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.04, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები,
გა,ონათქვამები, მოვლენები
დაკოპირებულია

* თუთმოს III ეგვიპტელ ფარაონთა შორის პირველი იყო, ვინც ევფრატი ნახა და რადგან ევფრატი ნილოსისა და მისი შენაკადების საპირისპირო მხარეს – სამხრეთით მიედინებოდა, ძალიან გაოცებულმა დაასკვნა, რომ ის ადგილი სხვა სამყარო იყო.

 

* ასტეროიდს, ნომრით – 9007-ს, ჯეიმს ბონდის სახელი მიენიჭა.

* მეფე ფედორის მმართველობის დროს პოლონეთმა და ლიტვამ შექმნა რეჩ პოსპოლიტას სახელმწიფო, რომლის საზღვრებში ბელორუსიისა და თითქმის მთელი უკრაინის ტერიტორია შედიოდა. ამიტომ ვარშავა მოითხოვდა, რომ მოსკოვის მეფე მოკრძალებული ყოფილიყო და თავის ტიტულში შეეტანა ცვლილება – ამოეღო სიტყვა „სრულიად“, რადგან ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა, ის აღარ იყო მეფე სრულიად რუსეთისა.

* მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში პარიზში ამზადებდნენ განსაკუთრებულ კონსერვებს – ქილებში მოთავსებული იყო ჩვეულებრივი მტვერი, ოღონდ ძალიან წვრილი. ეს გათვლილი იყო მეღვინეებისა და რესტორნის მფლობელთათვის, მტვერს ღვინის ბოთლებს აყრიდნენ, რათა მათ საქონელს მეტი ფასი დასდებოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი