ფაქტები

ეს საინტერესოა

№13

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.04, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

* ნაპოლეონი მიიჩნევდა, რომ მხედართმთავრისთვის, რომელსაც მოწინააღმდეგეზე ნაკლები ძალა აქვს, სამხედრო ხელოვნება გამოიხატება იმაში, რომ დრო მოიგოს.

* ჰარიეტ ბიჩერ-სტოუსთან შეხვედრისას ლინკოლნმა თქვა: „და ეს არის ის პატარა ქალი, რომელმაც დიდი ომი წამოიწყო“. ასე შეაფასა ამერიკის პრეზიდენტმა „ბიძია თომას ქოხის“ ავტორი.

* კარლ ლინეის იმდენად უჭირდა ლათინური წერა-კითხვის შესწავლა, რომ გიმნაზიიდან უნდა გაერიცხათ, მაგრამ ერთმა პედაგოგმა მისი საოცარი შესაძლებლობები შეამჩნია და რომაელი ენციკლოპედისტისა და ბუნებისმცოდნის პლინიუს უფროსის თხზულებები მისცა. ახალგაზრდა იმდენად დაინტერესდა, რომ ძალიან ადვილად შეისწავლა ლათინური და ისე გამოიყენა, რომ მისი კოლეგებისა და სხვა პროფესიების წარმომადგენელთა მრავალი თაობა, თანამედროვეების ჩათვლით, იძულებული გახდნენ ლათინური შეესწავლათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი