ფაქტები

ეს საინტერესოა

№12

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.04, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* 1699 წელს წმინდა ლიგასა (სადაც შედიოდა ავსტრია, რეჩ პოსპოლიტა და ვენეციის რესპუბლიკა) და ოსმანთა იმპერიას შორის ხელი მოეწერა კარლოვიცკის სამშვიდობო ხელშეკრულებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სპეციალურად ამისთვის გამოთლილ ქოხში, რომელსაც თითოეული დელეგაციისთვის ცალკე კარი ჰქონდა გამოჭრილი. სხვა საჭირო ატრიბუტიკაც გამოთლილი იყო და, როგორც მიიჩნევა და ამას გრავიურებიც ადასტურებენ, არტურის ციკლის ლეგენდებისგან განსხვავებით, აქ ნამდვილად იყო გამოყენებული მრგვალი მაგიდა.

* 1946 წლის ანგარიშში ატომური ბომბის აფეთქების აღწერილობის ჩანაწერში მისი ფორმა მიმსგავსებული აქვს ყვავილოვან კომბოსტოს. მოგვიანებით კი ანალოგიურ აღწერილობებში, მის ნაცვლად, ყველგან სოკო იწერებოდა.

* ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოფიციალურ ენად ბოსნიურია, სერბეთისა და ხორვატიის – პოლიტიკურ მიზეზთა გამო, ერთი ენის სხვადასხვა ვარიანტებია. სარაევოში კი, სადაც ბოსნიელი, ხორვატი და სერბი მოსახლეობა ერთად ცხოვრობს, გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, სალაპარაკო ენას, უბრალოდ, „ჩვენს“ ან „მშობლიურს“ უწოდებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი