ფაქტები

ეს საინტერესოა

ავტორი: ნინო კანდელაკი 23:00 20.03, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ...👇

* როდესაც ფეხზე მეორე თითი უფრო გრძელია, ვიდრე ცერი, მას „მორტონის თითს” უწოდებენ. ძველ საბერძნეთში ის ესთეტიკურ სილამაზედ აღიქმებოდა, ამიტომ სკულპტორები ქანდაკებებს მსგავსი სიმეტრიით გამოსახავდნენ, სხვათა შორის, თავისუფლების ქანდაკებასაც მორტონის თითი აქვს.

* ცნობილია, რომ შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპად ექიმი ჯოზეფ ბელი მიიჩნევა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პროფესორ მორიარტსაც ჰყავდა რეალური პროტოტიპი – ადამ უორტი. მან უბრალო ჯიბგირობით დაიწყო და შემდეგ დამნაშავეთა სამყაროს მწვერვალებს მიაღწია. მას კრიმინალური სამყაროს ნაპოლეონს უწოდებდნენ.

* დაქვრივების შემდგომ მადამ კლიკომ დიდი მემკვიდრეობა, მათ შორის ღვინის მარნები მიიღო. შამპანიურის მარნებში სარისკო იყო ჩასვლა, რადგან ხშირი იყო ბოთლების გახეთქვის შემთხვევები. ამიტომ, სპეციალური დამცავი საშუალებებით ჩადიოდნენ, რათა ნამსხვრევებისგან არ დაშავებულიყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, აქედან მოდის გამოთქმა: ვინც არ რისკავს, შამპანიურსაც ვერ სვამს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი