გულახდილი საუბრები

რატომ არ პატიობენ ქალს მარტივად დაშვებულ შეცდომას და რით არის ასეთი ქალი გამორჩეული

№29

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 29.07, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ჩვენი საზოგადოება გათხოვილი ქალისა და დაქორწინებული მამაკაცის პასუხისმგებლობებს შორის ერთგვარ მიჯნას ავლებს. ის, რაც დასაშვებია კაცისთვის, ქალს ეკრძალება და ხალხი მას მკაცრად განსჯის. მეუღლეს შეცდომის პატიებაც რომ უნდოდეს, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით, თავს შეიკავებს. იქნებ, ძალიან უსამართლოები ვართ ხოლმე ამ ადამიანების მიმართ. ალბათ, აჯობებს, ყველამ საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ, ვიყოთ უფრო ადამიანურები და ბედნიერები.

მარიკა (36 წლის): ათი წლის წინ გავთხოვდი. მაშინ 25 წლის ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ოჯახი მქონდა, მაგრამ ეს წლები ტანჯვაში გავიარე. არც განსაკუთრებული ყოფილა რამე. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული წყვილი ვიყავით. ჩემი ქმარი ბანკში მუშაობდა. ბავშვი ბაღში რომ მივიყვანეთ, მეც დამეხმარა სამსახურის პოვნაში და თავისივე ბანკის ფილიალში დამაწყებინა მუშაობა. ისე მოხდა, რომ ერთ ჩემს კლიენტზე გამოძიება მიმდინარეობდა და კრიმინალური პოლიცია მისი ანგარიშებით, გადარიცხვებითა და სხვა საბანკო პროცედურებით დაინტერესდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მე და დეტექტივი საათობით ვისხედით ერთად, მის კითხვებს ვპასუხობდი და რაც სჭირდებოდა, იმ საბუთებს ვაწვდიდი. შესვენების დროს ყოველდღე მპატიჟებდა სადილზე და კაფეში ერთად გავდიოდით. ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და მეც უნდა ვაღიარო, რომ ვეკეკლუცებოდი. მოკლედ გეტყვით – ეს იყო ფლირტი, რომელიც ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა. გარკვეული პერიოდის მერე შემიყვარდა კიდეც. ჩვენი ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში სულ შიშში ვიყავი, რომ ეს ამბავი ჩემი ქმრის ყურამდე არ მისულიყო.

– საყვარლები იყავით? ანუ ფლირტით დაიწყეთ და...

– ქმრის ღალატი მართლა არ მინდოდა. ასე გამოვიდა. ძალიან ვფრთხილობდი. სახლში მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლის როლი მქონდა მორგებული. სინამდვილეში კი, რაღაც მომენტებში, საერთოდ არ მინდოდა ქმრის დანახვა. ჩემი შეყვარებულიც ცოლიანი იყო. ჩვენს ურთიერთობას სხვა პერსპექტივა არ ჰქონდა და ამ ყველაფერს ვეგუებოდი, თუმცა გამუდმებით ოჯახის დანგრევაზე ვფიქრობდი, რადგან გაორებული ცხოვრება ძალიან მიჭირდა. თან, შეზღუდული ვიყავი, გამუდმებით შიშის ქვეშ ყოფნა ძალიან ძნელია... მივიღე გადაწყვეტილება, ქმარს დავცილდი და მე და ჩემი შვილი საცხოვრებლად ცალკე გადავედით.

– ქმარს იმ იმედით დაშორდით, რომ შეყვარებულთან ახალ ოჯახს შექმნიდით?

– კი, იმედი მქონდა, რომ ისიც დაშორდებოდა ცოლს. ჩემი მეუღლე ძალიან გაოცდა, როცა ვუთხარი, უნდა დავშორდეთ-მეთქი. რამდენიმე კვირის განმავლობაში მეკითხებოდა, რა მოხდაო? მე კი ერთსა და იმავეს ვუმეორებდი: დავიღალე, ცალკე მინდა-მეთქი. თუმცა, რამ დამღალა, ამაზე ვდუმდი. ეჭვი გაუჩნდა და თურმე, თვალთვალი დამიწყო. ძალიან მალევე დამაფიქსირა, როგორ ჩავჯქი სხვა მამაკაცის მანქანაში. უკან აგვდევნებია და რომ გავჩერდით, მანქანიდან გადმოსვლაც არ მაცადა, ისე მოვარდა. კარი გააღო, მანქანიდან გადამათრია და იქვე მცემა. თან, მეკითხებოდა: ამის გამო დაანგრიე ოჯახი? ამ დეგენერატის გამო წამოხვედი სახლიდანო... ჩემს კავალერს ხელიც არ გაუნძრევია ჩემს დასაცავად. უყურებდა, როგორ მისწორდებოდა ყოფილი ქმარი. მერე მე დამანება თავი და მას მივარდა. იმან კიდევ უთხრა: ჩემგან რა გინდა, ძმაკაცმა მთხოვა, რომ მანქანით მომეყვანა, მე არაფერ შუაში ვარ და ისე კი იცოდე, რომ მარტო ჩვენი განყოფილებიდან სამი კაცი დადის მაგასთანო.

– ასე გაგწირათ ადამიანმა, რომლის გამოც ოჯახი დაანგრიეთ?

– წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ლამის გავგიჟდი – საკუთარი ტყავის გადასარჩენად საშინელი ტყუილი მოიგონა. მე კი მეგონა, რომ ვუყვარდი და ეს ნაბიჯი სწორედ ამიტომ გადავდგი. საშინელი ადამიანი აღმოჩნდა. მტერი არ მოგექცევა ისე, ეგ რომ მე მომექცა. მაშინ ამეხილა თვალი, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ჩემი ქმარი მისმა ნათქვამმა ისე გააგიჟა, რომ ისევ მე მომიბრუნდა, ასფალტზე დამაგდო და წიხლებით შემდგა. იმან კი მანქანა დაქოქა და წავიდა. სასოწარკვეთილი ვიყავი. ჯერ იმით, რომ საყვარელი მამაკაცი ასე მომექცა და იმედგაცრუებული დავრჩი, მერე – შეურაცხყოფილი, რომ ყოფილმა ქმარმა ამდენი ხალხის წინაშე მცემა. მანქანაში შემაგდო და ჩემი მშობლების სახლში მიმიყვანა. მამაჩემს და ჩემს ძმას ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და წავიდა. თან, დაიბარა – ბავშვის ნახვის უფლებასაც კი არ მოგცემო. კარი გაიხურა თუ არა, მშობელიც და ძმაც თავზე დამაცხრნენ და ახლა ამათ გამასწორეს მიწასთან. დედაჩემი ჯერ არ ერეოდა, ეტყობა, შოკში იყო მოსმენილით, მაგრამ რომ მიხვდა, შეიძლებოდა, ხელში შემოვკვდომოდი, მერე ჩვენი გაშველება სცადა. 3 კვირის განმავლობაში ვიშუშებდი დალურჯებულ ადგილებს და დასივებულ სახეს. ძლივს გამიარა ტკივილებმაც.

– არ სცადეთ გეთქვათ, რომ თქვენი ცხოვრების ბატონ- პატრონი თავად ხართ?

– რას ამბობთ. მაშინ ხომ მომკლავდნენ. ჩემს დასთან გავიქეცი. მასთან შევაფარე თავი (გათხოვილია და ცალკე ცხოვრობს) და არც შვილი მყავდა ნანახი. შემდეგ ჩემი სიძე შეხვდა ჩემს ყოფილ მეუღლეს. არ ვიცი, რა ელაპარაკა, მაგრამ საღამოს ყოფილი ქმარი ჩვენთან მოვიდა. ქვევით ჩამიყვანა და მანქანაში დიდხანს ვილაპარაკეთ. გულახდილად მოვუყევი ყველაფერი. არაფერი დამიმალავს. ერთი კვირის მერე დამირეკა, შემხვდიო და შერიგება შემომთავაზა. ვუთხარი: თუ შეძლებ, რომ ეს ყველაფერი დაივიწყო, შევრიგდეთ, მაგრამ თუ ჩემი შეცდომა ყოველ წამს უნდა წამომაძახო, მაშინ არ ღირს-მეთქი. დამპირდა, რომ დაივიწყებდა და ჯერჯერობით ასრულებს კიდეც სიტყვას. თუმცა, ვიცი, რომ ჩემს უგუნურ საქციელს ვერასოდეს დაივიწყებს, მაგრამ მადლიერი ვარ მისი, რომ ამის გამო საყვედურების მოსმენა არ მიწევს. ამ ამბის გახსენებაც არ მინდა... ახლა იმიტომ გწერთ, იქნებ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი