გულახდილი საუბრები

ანგრევს თუ არა მესამე პირი ოჯახს და რა შეცდომას უშვებენ წყვილები

№43

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 05.11, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ მესამე ვერ დაანგრევს ორი ადამიანის იდეალურ ურთიერთობას. როცა პრობლემა ორშია, მაშინ ჩნდება სხვა, ასე რომ, მესამეზე გადაბრალებით ტყუილად იმშვიდებენ ხოლმე თავს და ცხოვრობენ სიყალბეში. არის შემთხვევები, როცა „მესამემ“ შეიძლება დაანგრიოს კი არა შეანარჩუნოს ოჯახი, ასე რომ, აჯობებს სხვას არაფერი გადააბრალოთ.

მიზეზი ღალატისა და მისი გამართლებისა ყველას შეიძლება, ჰქონდეს: ქალსაც და კაცსაც. არსებობს ღირებულებებიც, მორალიც, რაზეც წესიერი ადამიანი უარს არ იტყვის, საკუთარ თავს ვერ გადააბიჯებს.

მარიკა (44 წლის): ახლა .ამ წუთში ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ქმარს ვუღალატო. ის ნამდვილად იმსახურებს ამას.

ქმარშვილიან, შვილიშვილებიან, გაუნათლებელ არსებაში გამცვალა, მაგრამ მე ჩემი ღირსება მაქვს. ასეთი ნაძირალას გამო, ბოზობას ვერ დავიწყებ! თორემ ძალიან მინდა, გავამწარო. როგორც ჩემი ქმარი, ისე ის დედაკაცი. საინტერესოა, როგორ უნდა იმართლონ თავი. როგორია ის სიმართლე, რომელიც მათ ღალატს „გააპრავებს“. ჩემი ქმარიც უსირცხვილოა და ისიც.

- ჩვენი საზოგადოება ქალს, რომელიც ცოლიან კაცთან იწყებს ურთიერთობას, ისეთი სიტყვებით მოიხსენიებს, რომ უხერხულია აქ დაწერა, ხოლო მამაკაცს თუ გათხოვილი ქალის მიმართ გაუჩნდა გრძნობა, ის ნაძირალის იარლიყს იკიდებს და სიკვდილამდე ასე უწევს ცხოვრება.

- საერთოდ არ მაინტერესებს რომელს რა იარლიყი მიეწებება. ზედაპირულად თუ შევხედავთ მსგავს სიტუაციებს, შეიძლება მართლაც გაგვიჩნდეს მათ მიმართ სოლიდარობა. სინამდვილეში, ასეთი ქალები და კაცები ბედნიერ ოჯახს ანადგურებენ, წლობით ნაშენები სიყვარულის შუაში დგებიან, საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების გამო ივიწყებენ მორალს და ბავშვებს ბედნიერებას უნგრევენ... ბევრი ამ “მესამეზე” ალბათ იტყვის, რომ ის სხვის ცხოვრებას ისაკუთრებს, არანაირი ადამიანური სოლიდარობა არ გააჩნია და თავხედურად იჭრება სხვის ტერიტორიაზე, გრძნობებს ურევს სხვის პარტნიორს და ყველაზე საშინელი საქციელისკენ უბიძგებს მას. ზუსტად ასეა.

- ძალიან ადვილია გააკრიტიკო და განიკითხო ადამიანი, რომლის ცხოვრების შესახებ არაფერი იცი. დაგეთანხმებოდით, მაგრამ რატომ არ გიჩნდებათ კითხვა, მაინც ვინ ანგრევს ოჯახს? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? - მაინც მგონია, რომ ადამიანს თუ არ უნდა, ის არც ღალატობს!

- ანუ, თქვენ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ თუ ქალს ან კაცს პირად ცხოვრებაში არ აქვს ისეთი პრობლემები, რის გამოც ამ ნაბიჯს გადადგამს, არც დააყენებს სასწორზე წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას? მე იცით, რას ვფიქრობ ამ ყველაფერზე? - როცა ოჯახის დანგრევის, ან უბრალოდ, ღალატის ისტორიას ვიგებთ, ავტომატურად ვიწყებთ საყვარლების ლანძღვას და ეს სრულიად ნორმალურია. კარგი საქციელისგან ძალიან შორს დგას დაოჯახებულ კაცთან, ან ქალთან ურთიერთობის დაწყება. შემდეგ კი იმაზე ფიქრი, რომ როგორმე აეწყოს ეს კავშირი, ჭეშმარიტად ეგოისტური საქციელია. არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავუგებ ასეთ ადამიანს.

- მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ გვიღალატეს, მიზეზებს სხვებში ვეძებთ, ჩვენს პარტნიორებში, მათ საყვარლებში, ნათესავებში, ყველას და ყველაფერს ვადანაშაულებთ ჩვენს უბედურებაში, გარდა საკუთარი თავისა...

- ანუ, დამნაშავეები თავად ვართ და ცხელ გულზე ვლანძღავთ იმ უნამუსოებს, რომლებმაც ჩვენს მეუღლეებთან გაბედეს სექსი? აბა, რა იქნება ნორმალური - საკუთარი თავი ვლანძღოთ? სკანდალი არ მოვაწყოთ, არც განქორწინებაზე დავიწყოთ ფიქრი? ჰო, მაგრამ, იქნებ თქვენ გვასწავლოთ პრობლემის გადაწყვეტის „ჭკვიანური“ გზა. იმიტომ რომ, როცა საქმე ღალატის თემას ეხება, ყველაფერი უკვე ძალიან რთულადაა.

- ხომ არ აჯობებს, იმის მაგივრად, რომ საყვარლების ლანძღვა დავიწყოთ, დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ასე? რა შეცდომები დავუშვით მეუღლესთან ურთიერთობის დროს?

- ანუ, ვიფიქროთ მშვიდად და რაციონალურად. წარმოგიდგენიათ მაინც რას გრძნობს ქალი, რომელსაც უღალატეს? სიმშვიდის შენარჩუნება ალბათ არ გაუჭირდება მას, ვინც თანახმაა, ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი როლი მოირგოს. ასეთებს თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ... მე ასეთი ქალების კატეგორიას არ მივეკუთვნები. მით უმეტეს, თუ საქმე მხოლოდ ვნებას არ ეხება და გრძნობამაც მოასწრო ფესვების გადგმა. როგორ მეუბნებით იმას, რომ ჩვენი უყურადღებობის ბრალია, სახლში მოსვლა რომ აღარ უნდათ. დიახ, ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ საყვარელი ადამიანი ამას უნდა ხვდებოდეს და შენთან ერთად ეძებდეს მათი გამოსწორების გზებს... და რას აკეთებენ ის „სხვები “ იმისთვის, რომ წაგვართვან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი? - ყველაფერს კადრულობენ, უღირს საქციელსაც კი. ყველაფერზე მიდიან და ფეხქვეშ თელავენ სხვის პირადულს.

- ამას საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა თუ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საყვარელი ადამიანი შევინარჩუნოთ.

- ალბათ, ამას ის ამბობს, ვისაც თავის თავზე არ გამოუცდია ასეთი პრობლემები. სხვათა შორის, ჩემი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არასოდეს გამილანძღავს არც ერთი ქალი, ვინც ჩემს ყოფილ მეუღლესთან იწყებდა ურთიერთობას, მაგრამ შევცდი. ახლა კი ვერ შევეგუები იმ აზრს, რომ მე დავუშვი, ასეთი რამ მომხდარიყო

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი