ვილაპარაკოთ ქართულად

ვილაპარაკოთ ქართულად

№7

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 26.02, 2021 წელი

რომელია სწორი ფორმა?
დაკოპირებულია

ადეკვატური და არა ადექვატური.

გემსაშენი და გემთსაშენი – პარალელური ფორმებია.

დადებითი მაჩვენებელი და არა დადებითობის მაჩვენებელი.

დაყო და არა დაჰყო.

დაჯილდოებული და არა დაჯილდოვებული

(საწყისი ფორმაა დაჯილდოება; მაგრამ – დაჯილდოვდა).

კინომცოდნე (თეატრმცოდნე) და არა კინოთმცოდნე (თეატრთმცოდნე)

(მაგრამ – ხელოვნებათმცოდნე და არა ხელოვნების მცოდნე).

მასშტაბი და არა მაშტაბი.

ფეხსაცმელი და არა ტუფლი (ბარბარიზმია).

ყურადსაღები და საყურადღებო – პარალელური ფორმებია.

ჩრდილოელი, ჩრდილოური და არა ჩრდილოეთელი, ჩრდილოეთური.

წითური და არა მწითური.

წინათ და არა წინად.

გრამატიკული ნორმების დარღვევის შედეგად არასწორად დამკვიდრებული ფორმები

ადაჯო (მუსიკალური ტერმინია, ნიშნავს ნელს, დინჯს) და არა ადაჟიო, ადაჯიო.

ავაწყვე, დავაწყვე და არა ავაწყე, დავაწყე.

კომპოტი და არა კამპოტი.

კათეტერი და არა კატეტერი.

მუშამბა და არა კლიონკა (ბარბარიზმია).

მოგვარე და არა მეგვარე.

P.S. მსურველებს შეუძლიათ, გამოგვიგზავნონ კითხვები „თბილისელების“ ვებგვერდზე ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონით მათთვის საინტერესო სიტყვებისა და გამოთქმების მართლწერასთან დაკავშირებით, პასუხებს კი ჟურნალში დავბეჭდავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი