ბრძნული აზრები

ეცადე, იყო უკეთესი

№48

ავტორი: ნინო წულუკიძე 13:42 30.11, 2020 წელი

ქალის და კაცის ურთიერთობა
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

 

 

ნებისმიერი წუთიდან შეგვიძლია, დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ვეცადოთ, გავხდეთ უკეთესები; ვიყოთ უფრო ბედნიერები და ლაღები, ვიდრე ადრე ვიყავით, გამოვასწოროთ ძველი შეცდომები; გავხადოთ ჩვენი ცხოვრება საინტერესო.  ამისათვის აუცილებელია გადახედოთ, რა გიშლით ხელს თქვენი ოცნებების ასრულებაში და  იმისთვის, რომ არასასურველი რეალობა შეიცვალოს. 
გთავაზობთ ინსტრუქციას:  
*  იყავი თამამი. შეეცადე, გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან – ეს ნიშნავს იმას, რომ არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე და გაითვალისწინო გარშემო მყოფების ინტერესები;
* იყავი კეთილი და შემწყნარებელი, როგორც შენი თავის, ისე სხვების მიმართ;
* არ შეგეშინდეს შეცდომებისა და წარუმატებლობის, რადგან ეს შენი

 

ცხოვრების ნაწილია;
* ხშირად გაიღიმე და გაიცინე – იყავი პოზიტიური;
* აჩვენე ყველას შენი ძლიერი მხარეები, მაქსიმალურად გამოიყენე შენი ნიჭი და უნარ-ჩვევები;
* იყავი მეგობრული ადამიანების მიმართ – გამოიჩინე თანაგრძნობა და ნუ განსჯი მათ;
* არ შეგეშინდეს, ითხოვო დახმარება, როცა გჭირდება. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის  იზრუნებს შენზე;
* არ მისცე სხვებს უფლება, ხელი აგაღებინონ შენს ოცნებებსა და  მიზნებზე. საზოგადოების აზრი საინტერესოა, მაგრამ არა მნიშვნელოვანი; 
* არ შეინახო წყენა, არ იყო უხეში და ულმობელი. აპატიე და გააგრძელე სვლა

 

წინ – უკეთესი მომავლისკენ; 
* ყოველთვის ეცადე, იყო უკეთესი, ვიდრე ხარ ახლა. გახსოვდეს, ცხოვრების ყოველ ეტაპზე  შენს თავში მეტი დადებითი მხარე აღმოაჩინო.

 

ერთი სული ორ
სხეულში

მეგობრობა – ეს არის პოზიტიური ურთიერთობა, გრძნობა და დამოკიდებულება ორ ან მეტ პიროვნებას შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიასა და ნდობაში გამოიხატება. სწორედ, ასეთი ურთიერთობის მქონე ცალკეულ პირს ეწოდება მეგობარი. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე, ხშირად – საერთო ინტერესებზე.
ერთი და იმავე ინტერესის ადამიანები იკრიბებიან გარკვეულ ჯგუფად, ისინი უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მიზნებს, სურვილებსა და მისწრაფებებს, რის შედეგადაც ხდებიან თანამოაზრეები და ერთიანდებიან.
ზოგადი განმარტებით, მეგობარი – ეს ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ. მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში!
ნამდვილი მეგობრული ურთიერთობისთვის კი ორი ძირითადი რამ არის საჭირო: პირველი და მთავარი – იპოვოთ მსგავსებები თქვენსა და თქვენს მეგობარს შორის და მეორე – პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ხასიათი და ბუნება, მათ, უბრალოდ, შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების რეალურად აღქმის უნარი.
ნამდვილი მეგობრობის კლასიკური მაგალითია ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერი“ და ფრაზა – „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!“
ის, თუ საიდან ჩნდება ან როდის იბადება ნამდვილი მეგობრობა დაზუსტებით არავინ იცის. თუმცა, როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, ამ შემთხვევაშიც, ბოლოს და ბოლოს აღმოჩნდება ის კონკრეტული ერთი პიროვნება, რომელიც გულებს მთლიანი გრძნობებით ავსებს.
ჩვენს ცხოვრებაში უამრავი ადამიანია, თუმცა ძალიან ცოტა ისეთი, ვისაც ნამდვილ მეგობარს ვუწოდებთ. დაიმახსოვრეთ, ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ყველა, ვინც გიღიმის ვერ იქნება შენი მეგობარი. პირველი და მთავარი – ნამდვილი მეგობარი იცნობა გასაჭირში, როდესაც გჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა.
რას ნიშნავს იყო კარგი მეგობარი და რა არის ნამდვილი მეგობრობის განმაპირობებელი ფაქტორები?
* პირველი და მთავარი – ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოთ ისეთი, როგორიც ხართ. თუ ის ცდილობს, შეგცვალოთ, ის ნამდვილად არ არის თქვენი მეგობარი, მას ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორიც ხართ. თუ ასეთი არ მოსწონხართ, მაშინ რატომაა თქვენი მეგობარი? „მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის თქვენ შესახებ და მაინც უყვარხართ…” – ჰაბარდი. დაიმახსოვრეთ, შეცვლა არ არის საჭირო, მეგობარმა ისეთი უნდა შეგიყვაროთ როგორიც ხართ!


* ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის უცილებლად უნდა სჯეროდეთ – ნდობის გარეშე ურთიერთობაც ვერ იარსებებს. თქვენი მეგობრის თითოეული სიტყვის მოსმენა და გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია. გულწრფელი საუბარი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია – მეგობარს შეუძლია გითხრათ ისეთი რაღაცები, რაც თქვენ არ გინდათ, რომ უთხრათ საკუთარ თავს.
* მეგობარი – ეს ის ადამიანია, ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის – ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარია. ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია. შეუძლებელია იმის განსაზღვრაც ვინ იქნება შენთან ბოლომდე, თუმცა დაიმახსოვრეთ: ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდითაა, ცდილობს, იზრუნოს თქვენს ღიმილსა და ბედნიერებაზე, რომელსაც სტკივა თქვენი გასაჭირი და წარუმატებლობა, სწორედ ისაა ნამდვილი მეგობარი!
* სიმართლე და გახსნილობა, ერთმანეთის ნდობის მაღალი კოეფიციენტი, კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გაიგოთ მეგობრის გასაჭირი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას. ეს ყველაფერი აუცილებელია არა მარტო პრობლემების განსახილველად, არამედ დადებითი ემოციების გადმოსაცემადაც;
* ყველაზე მთავარი – გიყვარდეთ ერთმანეთი! ნამდვილი სიყვარულის გარეშე მეგობრობა წარმოუდგენელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი