ბრძნული აზრები

ეს საინტერესოა

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.01, 2021 წელი

საინტერესო ფაქტები
დაკოპირებულია

* 1950-1960 წლებში, როდესაც ტელევიზორები არც ისე ბევრს ჰქონდა, მის საყურებლად ერთ ოჯახში იყრიდნენ თავს, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები შუქს აქრობდნენ და ყურადღებით შესცქეროდნენ პატარა, ცისფერ ეკრანს. სწორედ, მაშინ გაჩნდნენ საბჭოთა კავშირში, ეგრეთ წოდებული, „ტელევიზიონშჩიკები“ – ქურდები, რომლებიც ტელევიზორის საყურებლად გამოსული ადამიანების ბინებს ძარცვავდნენ.

* ნახატების უმრავლესობაზე მადონას ბავშვი მარცხენა მხარეს უჭირავს. ბიოლოგი დესმონდ მორისი დარწმუნებულია, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მხატვრები ითვალისწინებდნენ იმას, რომ ამ მდგომარეობაში ბავშვებს დედის გულისცემა ესმით და ორჯერ სწრაფად იძინებენ.
* 398 წელს აჯანყებულების დასაშოშმინებლად და შესარიგებლად რომის სენატმა მხედართმთავარი მასცეზელი გაგზავნა, რომელმაც შეხვედრისთანავე ხელში დაჭრა მოწინააღმდეგის მედროშე, მას კი დროშა დაუვარდა. აჯანყებულებმა იფიქრეს, დავნებდითო და მის მხარეს გადავიდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი