ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.02, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ეშენბახი: მაძღარი მონა თავისუფლების ყველაზე დიდი მტერია.
ლეონარდო და ვინჩი: ვისაც ერთ დღეში გამდიდრება უნდა, აუცილებლად ჩამოახრჩობენ ერთი წლის განმავლობაში.
რუკერტი: ორჯერ არავინ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომლებიც ერთხელაც არ ცხოვრობენ.
ნიცშე: არ არსებობს ისეთი საიდუმლო, რომელიც გულიდან გარეთ არ გაიქცევა.
კონსტანტინე: ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.
ტვენი: ისე არაფერი უბიძგებს ადამიანს ფულის მოპარვისკენ, როგორც საშინელი სიღატაკე და დიდი სიმდიდრე.
ლიხტენბერგი: ადამიანები, რომლებიც ეძლევიან თავიანთ ვნებებს, ანდა თავს აძარცვინებენ სულიერ მღელვარებას, ვერასოდეს შექმნიან რაიმე ღირებულს. ისინი მხოლოდ ცხოვრებისთვის იცოცხლებენ.
ტერტულიანე: ადამიანი უძლურია, ჩასწვდეს საეკლესიო სიბრძნეს. უნდა იწამოს უკრიტიკოდ და უპირობოდ.
ოტია: არ შეიძლება, ყველას უყვარდე ან სძულდე, მაგრამ გააჩნია, ვის სძულხარ ან უყვარხარ.
რაიკინი: ადამიანი, რომელსაც იუმორი არ აქვს, ინვალიდად უნდა ჩაითვალოს.
ილია: განათლება შეიძლება, გქონდეს საშუალო, მაგრამ აღზრდა უნდა გქონდეს უმაღლესი.
ვოლტერი: თუ ვინმე განვლილი გზისთვის განგიკითხავს, შენი ფეხსაცმელი ათხოვე.
ლინკოლნი: მე მტკიცედ მჯერა ადამიანების. თუ მათ ეცოდინებათ სიმართლე, მათზე დაყრდნობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ნაციონალური კრიზისის პერიოდში. ყველაზე მთავარია, მოახსენო მათ რეალური ფაქტები.
პლატონი: სიცოცხლის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ შენ უნდა „გარდაიცვალო“ გარდაცვალებამდე და მიხვდე, რომ სიკვდილი არსებობს.
აინშტაინი: კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან. ქალებს კი პირიქით – იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.
უაილდი: ქალი აუტანელს ეძახის მამაკაცს, რომლის გასულელებაც ვერ შეძლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი