ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 04.06, 2023 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

დოჩანაშვილი: უნდა დააწესო ზღვარი ურთიერთობაში, თორემ, თუ ზედმეტად თბილი, ზედმეტად წრფელი და გულუბრყვილო იქნები, ზედმეტად გატკენენ გულს.

შოუ: ძნელია, გამოიცნო, ვინაა ნდობის ღირსი, რადგან ძალიან ახლობლები გღალატობენ და სრულიად უცხოები მოულოდნელად გეხმარებიან.

რუზველტი: თუ მეგობარს შენი მტერი არ სძულს, მაშინ მას ნაცნობი უწოდე.

ბორხესი: ნურაფერს იტყვი, თუკი შენი სიტყვები სიჩუმეს არ სჯობს.

ანდერსენი: სამყაროს რამეში გამოადგე – ერთადერთი გზაა, იყო ბედნიერი.

მონტენი: ფრთხილად იყავი, როცა შიშველი ადამიანი პერანგს გთავაზობს.

აკუტაგავა: სწრაფად – ეს ნიშნავს ნელა, მაგრამ შესვენების გარეშე.

ვოვენარგი: სჯობს, იყო კარგი ადამიანის მტერი, ვიდრე ცუდის მეგობარი.

ვოლტერი: თუ ცხოვრებაში ხმალი ერთხელ მაინც დაგჭირდებათ, ის ყოველთვის უნდა ატაროთ.

მარკოზ მოსაგრე: ცხოვრების მიმდინარე მოვლენები ბაზრობას ჰგავს – ვისაც ვაჭრობა შეუძლია, ის მოგებას იღებს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, დანაკარგს განიცდის.

ისიდორე პელუზიელი: ყველასთვის სასურველი მშვიდობა კიდევ უფრო მეტად სასურველია მშვიდობის დამრღვევისთვის.

იოანე კიბისაღმწერელი: განკითხვა უსირცხვილო მიტაცებაა ღვთის ღირსებისა.

რუსო: უსაზღვრო პატიოსნება უგუნურებას ემიჯნება.

დეკარტი: სხვების პატივისცემა საკუთარი თავის პატივისცემის საბაბს იძლევა.

ოქტავიო პასი: ბედნიერება ძველი მეგობრების შენარჩუნებაა.

ბუალო: სულელი მუდამ მოძებნის თავისზე უფრო სულელს, რომელსაც გააკვირვებს.

ჟვანეცკი: სექსი არის შეკითხვა, პასუხია – კი.

ბრიუერი: როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, ის მაინც ეძებს უფრო ძლიერ მამაკაცს... არა იმიტომ, რომ მან თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმისთვის, რომ სისუსტის ნება მისცეს.

მოპასანი: ქალების გარეშე ცუდია, მათთან ერთად უფრო ცუდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი