ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№15

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 23.04, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მონტენი: ზოგჯერ ადამიანი ტყვიის გავარდნამდე კვდება, როცა დაინახავს, ვინ დაუმიზნა.

ვოვენარგი: ამ ცხოვრებიდან ვერაფერს წაიღებ, მაგრამ რაღაც-რაღაცების დატოვება შეიძლება.

ომარ ხაიამი: სანამ ადამიანი ტკივილს გრძნობს, ის ცოცხალია. სანამ სხვის ტკივილს გრძნობს – ის ადამიანია.

რუსო: როცა შენს ბედნიერებას დაუწყებ ძებნას, სხვას არ წაართვა იგი.

ბალზაკი: ყველაზე არამომგებიანი საქონელი სიტყვაა, ის ძალიან ძვირი ღირს და ძალიან ცუდად ინახება.

მარლონ ბრანდო: ჭკვიანი ის კი არ არის, ვინც სიმართლე დაამტკიცა, არამედ ის, ვინც სიმართლე იცოდა, მაგრამ სულელს არ შეეკამათა.

ნაბოკოვი: ადამიანმა, რომელმაც იცის სიკეთის ფასი, გიფასებს სიკეთეს, დანარჩენი ვალდებულებად გითვლის.

ტოლსტოი: იმისთვის, რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება, ნაკლებს ელოდო მათგან. ეს ძალზე რთული რამაა. თუ ადამიანებისგან ბევრს ველი და ამის გამო ხშირად იმედი მიცრუვდება, საბოლოოდ იძულებული ვარ, უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.

იოანე ოქროპირი: იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმიდური ცხოვრება, რამდენადაც ქრისტიანის გარყვნილება.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: იცოდე, რაც უნდა იცოდე და აკეთე, რასაც უნდა აკეთებდე.

ტიხონ ზადონელი: საშინელი ცოდვა გამეორების შემდეგ ნაკლებად საშინელი ხდება.

დალაი ლამა: თუ ღმერთს უნდა შენი ბედნიერება, იგი რთული გზებით წაგიყვანს, რადგან მარტივ გზაზე ბედნიერება არ შეგხვდება.

ანა ფრანკი: მკვდარი ადამიანები უფრო მეტ ყვავილებს იღებენ, ვიდრე ცოცხლები, იმიტომ რომ სინანული უფრო ძლიერია, ვიდრე მადლიერება.

ჰეპბერნი: სიყვარული იმით კი არ იზომება, თუ რის მიღებას ელი, არამედ იმით, რისი გაღებისთვის ხარ მზად.

ჟვანეცკი: ქალს რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს, ყველაზე პატარა მაინც ქმარია.

მოპასანი: შეიძლება, ქალს ყველა ოცნება აუსრულო, მაგრამ მის თვალში მაშინ მაღლდები, როცა იმ ოცნებას უსრულებ, რომელზეც არც უოცნებია

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი