ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№14

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.04, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მონტენი: ადამიანი ასეა მოწყობილი – სხვებისგან კანონებს ითხოვს, ხოლო თავისთვის – გამონაკლისებს.

პასკალი: ავტორი მაშინ იგებს, რისგან უნდა დაეწყო ნაშრომი, როდესაც ამთავრებს.

ომარ ხაიამი: გააკეთეთ დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ, ხვალ იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.

ვოლტერი: როცა ადამიანი შენში სიკეთეს დაინახავს, სურვილი გიჩნდება, ასი კარგი გააკეთო.

ნიკო ნიკოლაძე: ვერ ემსახურება კაცი ერთსა და იმავე დროს თავის კერძო ინტერესებსა და მამულის სარგებლობას, ვერ გაიჩენს ორ ღმერთს, ვერ გაუძლებს ორ ბატონს. ან ერთი უნდა დაივიწყოს, ან მეორე, ან ერთისგან უნდა აიღოს ხელი, ან მეორისგან.

სტივ ჯობსი: გეგმის არქონას ცუდი გეგმით მოქმედება სჯობია.

ჰიუსტონი: როდესაც ხელს ჰკიდებ ახალ საქმეს, ძალიან ბევრს და სწრაფად გასწავლის საქმის არასწორად კეთება.

კიიოსაკი: ადამიანების უმეტესობას სურს, სამყაროში ყველა შეიცვალოს, მათ გარდა.

ტიხონ ზადონელი: უფრო იოლიაა, სახლში მტერი არ შემოუშვა, ვიდრე შემოუშვა და შეებრძოლო მას.

იოანე ოქროპირი: ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.

ამბა პიმენი: თუ შეიტყობთ, რომ ვინმე თქვენ შესახებ ცუდს ამბობს, ისე მოექეცით მას, თითქოს კარგი ეთქვას.

ვოვენარგი: ბევრი ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ძალიან აღელვებთ, რას ფიქრობენ მათზე სხვები.

კონფუცი: თქვენ აფრები გაქვთ, მაგრამ ღუზაზე ხართ ჩაბღაუჭებული.

ტოლსტოი: ადამიანები წიგნებს ჰგვანან – ერთნი გვატყუებენ ყდით, სხვები თავისი შინაარსით გვაოცებენ.

ტაისონი: სიმკაცრე – ეს კეთილი ადამიანების ხასიათის თვისებაა. ის ჩნდება მაშინ, როცა შენს სიკეთეზე იწყებენ ფეხების შეწმენდას.

შანელი: ერთგულ ქმარს თუ სადმე გადაეყრებით, ავტოგრაფი მოსთხოვეთ.

პლუტარქე: ყველა ქალი ლამაზია ლამპრის შუქის ჩაქრობის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი