ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.04, 2023 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

პლატონი: სამყარო იყოფა ორ ნაწილად, საგნებისა და ჩრდილების სამყაროდ.

ომარ ხაიამი: ნამდვილი მეგობარია ადამიანი, რომელიც პირში გეტყვის ყველაფერს, რასაც შენზე ფიქრობს, ხოლო ყველას ეტყვის, რომ შენ საუცხოო ადამიანი ხარ.

კონფუცი: შენი სახლი არის იქ, სადაც მშვიდად აზროვნებ.

ბუდა: სძლიე შენს თავს და მოიგებ ათას ბრძოლას.

საფარლი: სახიდან ცრემლების ჩამოწმენდის მაგივრად, ცხოვრებიდან ამოშალეთ ის ადამიანები, რომლებმაც გაიძულათ, გეტირათ.

მონტენი: თუ მიზანი არ გაგაჩნია ცხოვრებაში, მაშინ გიწევს იმუშაო იმისთვის, ვისაც ის გააჩნია.

გაბანა: სტილი არის ის, რასაც შენ შენში ატარებ და არა ის, რასაც შენ ყიდულობ.

ბრიუს ლი: დისციპლინა – ეს არ არის თავისუფლების შეზღუდვა, ეს ყოველგვარი ზედმეტის მოკვეთაა.

ნეტარი იერონიმე: უმჯობესია, უმძიმესი ამოირჩიო, თუ იგი სასარგებლოა და ადვილი დატოვო, თუ იგი საზიანოა.

ნეტარი ავგუსტინე: მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი – მათი ცხონების საშუალებას.

იოანე ოქროპირი: უკეთესია, უმადურობას შევხვდეთ, ვიდრე უბედურნი დავივიწყოთ.

მარკუსი: იცოდე, დააფასო ის, ვისაც უშენობა არ შეუძლია და ნუ გამოეკიდები მას, ვინც უშენოდ ბედნიერია.

შანელი: ითვლება, რომ ფუფუნება დაპირისპირებულობაა სიღარიბის სინამდვილეში, ფუფუნება უხამსობის დაპირისპირებაა.

ვოლტერი: არავის შეუძლია, შეიცვალოს მთლიანად, მაგრამ გახდეს უკეთესი ყველას შეუძლია.

ჟვანეცკი: ხშირად ქალი, რომლის გარეშე სიცოცხლე არ შეიძლება და ქალი რომელთანაც ცხოვრება არ შეიძლება, ერთი და იგივე ქალია.

კამიუ: ქალს კი არ უნდა გაუგო, არამედ ის უნდა გამოიცნო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი